რუსეთისთვის ქართული მხარის მიერ დახმარების თხოვნის ფაქტს ხანძრის ჩაქრობის პროცესში, ოპოზიცია ეხმაურება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს და მკაფიოდ განაცხადოს, მიმართეს თუ არა ოკუპანტ სახელმწიფოს.
„მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება და მკაფიოდ თქვას მიმართეს თუ არა ოკუპანტ სახელმწიფოს, პირდაპირ ნოტით, შევიცარელების გავლით დახმარებისთვის. თუ ეს დადასტურდა ეს კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხარო ფაქტი იქნება და როგორც მინიმუმ უთავბოლობისა და არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი იქნება, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ხანძრის პირველივე წუთებიდან, პირველივე საათებიდან მეგობრებს სთხოვო დახმარება, ნოტას აგზავნის ოკუპანტ ქვეყანასთან და დახმარებას სთხოვ იმას, ვისშიც თავად ამ მთავრობასვე ეპარება ეჭვი, რომ ის ხომ არ აწყობდა დივერსიას ბორჯომის ხეობაში,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






