ხანძარი ბორჯომის ხეობაში - ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს
პოლიტიკა - 12:06, 28 Aug, 2017     4483
ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს. სკანდალურ ინფორმაციას „კურიერთან“ ექსკლუზიურად ადასტურებს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

მარია ზახაროვა განმარტავს რომ ქართული მხარისგან ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოებში ჩართვის თხოვნა მოსკოვში შვეიცარული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ ქვეყნის დიპლომატებს შორის კომუნიკაციას ემსახურება.

„23 აგვისტოს თბილისისგან მივიღეთ თხოვნა, რომ დავხმარებოდით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში. შეტყობინება გაფორმებული იყო ნოტით რუსეთში შვეიცარიის საელჩოში არსებული საქართველოს ინტერესების სექციიდან. რუსულმა მხარემ ამ თხოვნაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოყო რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თვითმფრინავი “ილ 76”, თუმცა შემდგომ ქართულმა მხარემ მადლობა გადაგვიხადა და შეგვატყობინა, რომ ხანძრის კერები ლოკალიზებულია და რუსული მხარის დახმარების საჭიროება აღარ იყო. შესაბამისი ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 24 აგვისტოს მივიღეთ. ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს ხანძრისა და მისი შედეგების ლიკვიდირება.

"საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივიღეთ ნოტა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან 23-მ აგვისტოს. რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის საუბარს, შემიძლია გითხრათ რომ კონტაქტი ნარჩუნდება ამ დონეზე და დიალოგი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს,“- განაცხადა მარია ზახაროვამ „კურიერთან“ საუბრისას.

მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ კეთდება საქართველოს საგარეო უწყებაში. დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ საკმარისი იყო განმარტება რომელიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

აბაშიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჰქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან კომუნიკაცია, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ გადაწყვიტა მიემართა რუსეთისთვის დახმარების თხოვნით.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42