„არემჯი გოლდი“ კომპანიის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს
პოლიტიკა - 11:48, 28 Aug, 2017     729
კომპანია „არემჯი გოლდი“ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, რომ თითქოს, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია “არემჯი გოლდის” კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო.

როგორც „არემჯი გოლდის“ მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია RMG -ი ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან თანამშრომლობს.

„არემჯი გოლდი“ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას და განვაცხადოთ, რომ, ამჯერადაც, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას! აღნიშნული ტერიტორია კომპანიის საქმიანობასთან არ არის კავშირში და ეს საყდრისის კომიტეტში კარგად უნდა იცოდნენ! მეტიც, კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას. კომპანია „არემჯი გოლდი“ თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად, კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

კომპანია RMG-ი ბოლნისისა და დმანისის რაიონში უკვე წლებია, ახორციელებს არაერთ პროექტს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, აღვადგენთ გზებს, ვარემონტებთ სკოლებსა და ბაღებს, ვეხმარებით კულტურულ თუ სპორტულ კოლექტივებს და სამომავლოდაც მზად ვართ, ვაკეთოთ რეალური სიკეთე და საჭირო საქმე.

ვფიქრობთ, კომპანია RMG-ის მიმართ საყდრისის კომიტეტის წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენი მხრიდან, კომიტეტთან არაერთგზის გამოვთქვით საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. ამის მიუხედავად, მათი მხრიდან მუდმივად არის ფაქტების დამახინჯებისა და ინფორმაციის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გავრცელების მცდელობები. აღნიშნული ორგანიზაცია, მსგავსი განცხადებებით ახორციელებს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შემლახავ და ცილისმწამებლურ კამპანიას, არამედ ცდილობს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. კომპანია RMG-ის მუშაობა არის ღია და ჩვენი გუნდი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩვენი ქმედებები, კომპანიის საქმიანი ინტერესების გარდა, განპირობებულია ქვეყნის, ადამიანებისა და გარემოს მიმართ არსებული პასუხისმგებლობით“, -აცხადებენ კომპანიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42