თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის დაკავების ფაქტს დედაქალაქის მერი ეხმაურება. დავით ნარმანიას განცხადებით, ნეფარიძე არ იყო გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით. დედაქალაქის მერის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს:
"ზურა ნეფარიძე არ იყო მაინცდამაინც გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით. არა მგონია რამე მსგავსთან გვქონდეს საქმე.ის იყო საკრებულოს ჩვეულებრივი დეპუტატი. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის იმ შედეგებს, რომელიც გამოძიებით იქნება დადგენილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ-მა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ნავთლუღის მაჟორიტარი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. ნეფარიძე წარსულში ნასამართლევია იმავე ბრალდებით და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.
მასალის გამოყენების პირობები






