ფინანსების არასწორი გადანაწილება განათლების სფეროში - რა ხარვეზებზე საუბრობს ოპოზიცია
პოლიტიკა - 10:29, 28 Aug, 2017     2192

ოპოზიცია განათლების სფეროში ფინანსური რესურსის არასწორდ გადანაწილებაზე საუბრობს . ენმ-ს წევრის ნინო კვიტაიშვილის თქმით განათლების მინისტრი ნაცვლად იმისა, რომ ზოგადი განათლების განვითარებაზე იზრუნოს, ვაშლის შესყიდვის აუცილებლობაზე საუბრობრობს:

„ნაცვლად იმისა, რომ მინისტრი ჯეჯელავა მსჯელობდეს თუ როგორ მიმართოს მთელი ფინანსური რესურსი ზოგადი განათლების სფეროს განსავითარებლად, ის ჯერ ზღაპრების ფილოსოფიური განხილვით იყო დაკავებული, შემდეგ კი განგვიცხადა ვაშლის შესყიდვის აუცილებლობის თაობაზე და ფინანსური რესურსის იქეთ წარმართვის მიზნობრიობაზე. შესაბამისად დგება ის შედეგი, რომელიც გვყავს და დღეს ჩვენ გვყავს 11 ათასი ჩაჭრილი აბიტურიენტი,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა რ2-თან საუბარში.

„ევროპული საქართველოს“ წევრი მარიამ რამინაშვილი დაფინანსების არსებული წესი აზარალებს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს , ასევე უმაღლეს სასწავლებლებს კონკურენციის თვალსაზრისით.

„დაფინანსების ის წესი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ, აზარალებს როგორც სტუდენტებს ასევე უმაღლეს სასწავლებლებს კონკურენციის თვალსაზრისით და აზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს და თავის მხრივ გამოუსადეგარი და მავნეა იმ პირობებში, რომელშიც დღეს აღმოჩნდა განათლების სისტემა,“-აცხადებს მარიამ რამინაშვილი.

განათლების სისტემაში სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინიც, მისი თქმით მაშინ როდესაც გამოცდებს პედაგოგები ვერ აბარებენ, შესაბამისად ნაკლები მოლოდინია იმისა, რომ გამოცდების წარმატებულ ჩამაბრებას მათი მოსწავლეები შეძლებენ:

„უმძიმესი შედეგია, რომელიც სამწუხაროდ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, რომელიც არის განათლების სისტემაში. როდესაც მათემატიკის მასწავლებლებში 90% იჭრება სასერთიფიკატო გამოცდაზე, მე არ ვიცი რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბავშვები ჩააბარებენ საატესტატო გამოცდებს ან ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ეს არის ბრალი სახელმწიფოსი, რომელიც არაფრით არ ეხმარება მასწავლებლებს, მათი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.“- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, 2017 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასი აბიტურიენტიდან 28 ათასზე მეტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ უფასო ფაკულტეტებზე სულ 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42