როგორ განახორციელეს ეს საქართველოში? - შაშკინმა განათლების რეფორმაზე უკრაინულ ტელეარხზე ისაუბრა
პოლიტიკა - 22:28, 27 Aug, 2017     2253
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ექს-მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ტელეარხ "112 Украина"-ს გადაცემა "Гордон"-ში საქართველოში განხორციელებულ განათლების რეფორმაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი ინტერვიუდან.

"ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროში წესრიგის დამყარება.რა გავაკეთთ ჩვენ საქართველოში? პირველ რიგში სუბიექტური პრობლემების მოგვარებით დავიწყეთ, რადგან კონტენტის საკითხებზე საუბარი შეუძებელია კორუფციის აღმოფხვრის, მენეჯმენტის გაუმჯობესებისა და მასწავლებლთა კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე,

განათლების სისტემაში ბევრი ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მაღალფარდოვან სიტყვებს ისვრის, მაგრამ როცა საქმე ეხება რეფორმების განხორციელებას, ამუხრუჭებს, რადგან არ არსებობს სისტემა, რომელსაც ამ რეფორმის განხორციელება შეუძლია.

რა გავაკეთეთ პირველ რიგში სუბიექტური პრობლემების მოსაგვარებლად? ჩვენ გავაუქმეთ სკოლების მახინჯი დაფინანსების სისტემა, როდესაც თითოეულ სკოლას აქვს თავისი ბიუჯეტი, რომელსაც ყოველ წელს ამტკიცებს განათლების სამინისტრო, განათლების რაიონული თუ საქალაქო განყოფილების მეშვეობით. სხვათაშორის, ჩვენ ისინი უკვე გავაუქმეთ, დავშალეთ ეს არასაჭირო, ბიუროკრატიული ინსტიტუტები.

ამ მახინჯი სისტემის ნაცვლად, როცა დაფინანსება იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად კარგად მოელაპარაკებოდა სკოლის დირექტორი განათლების რაიონულ განყოფილებას ან სამინისტროს. ამასთან, ამ თანხის ნაწილს ის მათ უტოვებდა, ნაწილს თავად იპარავდა და ბავშვებამდე მხოლოდ თანხის მცირედი ნაწილი თუ მიდიოდა. ამის სანაცვლოდ ჩვენ დაფინანსების ვაუჩერული სისტემა შემოვიღეთ.

ვაუჩერული დაფინანსება გულისხმობს იმ ფაქტს, რომ თანხები მიდის არა სკოლაში, არამედ მოსწავლეებთან, დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე. ყველა მშობელმა იცის რამდენ თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსწავლის განათლებაზე და ის თავად წყვეტს, რომელ სკოლაში შეიყვანოს ბავშვი. მან იცის რამდენია ამ სკოლის ბიუჯეტი, იგი მონაწილეობს დირექტორის არჩევაში, ბიუჯეტის დამტკიცებაში და აკონტროლებს როგორ იხარჯება თანხები.

ჩვენ სკოლებში თვითმმართველობა შემოვიღეთ., რომელიც შედგება მშობლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისაგან. ჩვენ სკოლები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ვაქციეთ, მათ კომერციული საქმიანობის უფლება მივეცით. სკოლას მაგალითად შეუძლია რომელიმე სპურტულ სექციაზე იჯარით გასცეს სპორტდარბაზი, როცა ის მას არ სჭირდება. თუ ადრე ამ ფულს დირექტორი იდებდა ჯიბეში, ახლა ის ბიუჯეტში შედის. განათლების რაიონული განყოფილებების ნაცვლად ჩვენ შევქმენით რესურსცენტრები, რომლების სკოლებს ეკონომიკურ და იურიდიულ საქმიანობაში ეხმარებიან.

რაც მთავარია, ჩვენ დავიწყეთ მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა. ჩვენ შესანიშნავი მასწავლებლები გვყავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მათი საშუალო ასაკი 55 წელია. ეს ადამიანები ამთავრებდნენ უმაღლეს სასწავლებლებს, მაგრამ განათლების სისტემა წინ მიდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დავხმარეებოდით მასწავლებელს კვალიფიკაციის ამაღლებაში. მიხეილ სააკაშვილმა მშვენიერი იდეა წამოაყენა - მასწავლებლის სახლის შექმნა. ეს არის სპეციალური რაიონული ცენტრები, რომლების უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, ზოგიერთ მათგანთან არსებობს სპეციალური სკოლებიც, სადაც მასწავლებლები საკუთარ შვილებს ტოვებდნენ. ამით ჩვე შევუქმენით მასწავლებელს ყველა პირობა, რომ კვალიფიკაცია აემაღლებინათ, ისიც ავუხსენით, რომ მათი ხელფასი მათ კვალიფიკაციის დონეზე იყო დამოკიდებული.

აი, ამის შემდეგ დავიწყთ ჩვენ განათლების კონტენტის რეფორმირება, არსებული პრობლემების მოგვარება. ჩვენ ქვეყანა "თოხის ეპოქიდან", საბჭოთა სისტემიდან, უნდა გამოგვეყვანა. მე ყოველთვის ვამბობ - არ შევდივარ დებატებში, იყო თუ არა განათლების საბჭოთა სისტემა კარგი, მოდით შევთანხმ,დეთ, რომ 21 საუკუნეში არის გამოწვევები, რომელიც სხვადასხვაა ჩემთვის და ჩემი შვილებისათვის. ჩვენ ბიბლ;იოთეკაში მთელ დღეს ვატარებდით, ჩემი შვილები იგივე საკითხზე 5 წუთს ხარჯავენ. ჩვენმა ბავშვებმა კონკურენცია ჩვენ კი არ უნდა გაგვიწიონ, არამედ ჩინელ, ინგლისელ, ფრანგ, ინდოელ და ამერიკელ ბავშვებს,

გლობალიზაცია მიდის, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს, მას ვერაფერი შეაჩერებს, აქედან გამომდინარე, ამოცანები რომელიც დღეს დგას განათლების სისტემის წინაშე, განსხვავდება იმისგან, რომელიც იდგა 20-ე საუკუნეში," - ამბობს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42