ჰენესის მიწასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალი გეგმები დაისახა
პოლიტიკა - 17:23, 27 Aug, 2017     1285
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის მიწაზე ვიზიტი დაასრულა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ესტუმრა.

,,ბატონ როტთან შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე გერმანიის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობა. მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და საქართველო-გერმანიის წლის მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მრავალფეროვნებას, რაც ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთაშორისი, კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ორი ერის დაახლოებას.

ბატონი როტის განცხადებით "საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის.“ - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან და ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან.

როგორც მინისტრმა ვიზიტის შეფასებისას განაცხადა საქართველოსა და ჰესენის მიწას აქტიური ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა აკავშირებთ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანულ-ქართული მეგობრობის წელი, ჰესენის მიწაზე სხვადასხვა ღონისძიებას ითვალისწინებს. მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში 2018 წელს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით საქართველოს მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, „ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ საქართველოს ცნობადობა გერმანიასა და ევროპაში რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და საქართველო-გერმანიის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა ჰესენის მიწასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს და აღნიშნა, რომ გერმანული დუალური განათლების სისტემის გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ჰესენის მთავრობასთან საქართველო უკვე თანამშრომლობს, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში კი დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, კონკრეტულად სასწავლებლებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის დასასრულს, მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან ერთად ბად ჰერსფელდის საერთაშორისო ფესტივალის, დახურვის კონცერტს დაესწრო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა ანსამბლმა „თუთარჩელამ“. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი „თუთარჩელა“ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

გერმანიის ქალაქი ბად ჰერსფელდი აღნიშნულ ფესტივალს 1951 წლიდან მასპინძლობს. ღონისძიება უძველესი მონასტრის ნანგრევებში ტარდება და მთელი ევროპის მასშტაბით პოპულარულია. აღსანიშნავია რომ საქართველო ფესტივალში წელს პირველად მონაწილეობს.

კონცერტს 1400-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ქართული გუნდის გამოსვლამ გერმანელი მსმენელების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42