საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:07, 27 Aug, 2017     1132
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

,,საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ, არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსი და შესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე . 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%) საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში - ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში - სამი და მეტი კანდიდატი.

კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა - 39 (53%) ქალი და 34 (47%) კაცი.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს - ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში.

მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროში გამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”.

აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელე (იხილეთ პარტიების ჩამონათვალი ). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრს ასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა), ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ. შესაბამისად, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერ არჩეული, ხოლო 511 (54%) პარტიების მიერ დანიშნული წევრია“ - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42