გერმანიის სახელმწიფო მინისტრი: ჩვენი ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე
პოლიტიკა - 13:36, 27 Aug, 2017     1200

"მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბად ჰერსფელდში - ევროპისა და გერმანიის ცენტრში. მინისტრის ვიზიტი ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მჭიდრო და საიმედოა ურთიერთობა გერმანიასა და საქართველოს შორის. ეს არის პოზიტიური სიგნალი მომავლისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ არის დამყარებული მხოლოდ პოლიტიკურ დიალოგზე, არამედ ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, მედიის, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების წარმომადგენელთათვის რათა მათ მონაწილეობა მიიღონ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში“ - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა მიხაელ როტმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძე ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს სწორედ სახელმწიფო მინისტრის მოწვევით სტუმრობს.

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამ გზაზე გერმანიის როგორცპოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისა და დახმარების მნიშვნელობა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხაელ როტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმული სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელი საკითხების, სამიტის პრიორიტეტებისა და ქართული მხარის მოლოდონების შესახებ.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველო-გერმანიის წლის ეფექტური მიმდინარეობა. ხაზი გაუსვეს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მრავალფეროვნებას, რაც ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთაშორისი, კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ორი ერის დაახლოებას. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელს ევროპაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42