„თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება“ - არჩილ თალაკვაძე
პოლიტიკა - 20:36, 26 Aug, 2017     3149

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგინა.

როგორც მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, არჩილ თალაკვაძე შტაბის საიმედო ხელმძღვანელი იქნება.

„არჩილ თალაკვაძე კარგი მეგობარი და თანაგუნდელია, კარგი მენეჯერული თვისებებით. ამ არჩევნებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გვერდით მყოლოდა ისეთი ადამიანი, რომელთანაც არამარტო პოლიტიკური ხედვები და მომავლის გეგმები მაერთიანებდა, არამედ პასუხისმგებლობა, ქვეყნის სიყვარული და დაგეგმილის განხორციელების სურვილი. ჩემი შტაბი საიმედი ადამიანის ხელშია. ჩვენი მიზანი საერთოა - თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გამოცხადებული ნდობისთვის კახა კალაძესა და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„მზად ვარ მივიღო და შევასრულო ეს მნიშვნელოვანი ამოცანა. საარჩევნო შტაბი საუკეთესო ფორმაშია. ჩვენს კამპანიაში ყველა სფეროდან საუკეთესო პროფესიონალები არიან ჩართული. თბილისში კიდევ ათი შტაბი უკვე სამუშაო რეჟიმშია. ამ ოფისის კარი კი, თითოეული ადამიანისთვის, მათი პრობლემებისა და იდეებისთვის ღია იქნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, კახა კალაძე უახლოეს დღეებში, თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს.

„ჩვენ გავიმარჯვებთ არა მხოლოდ 21 ოქტომბერს, არამედ ყოველდღე არჩევნების შემდეგ, როდესაც ქალაქის ეკონომიკა, სიმწვანე, ურბანული განვითარება და სოციალური პოლიტიკა ახალი ენერგიით შეივსება. თბილისი გაიმარჯვებს, კახა კალაძე კი, სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი იქნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42