კახა კალაძის საარჩევნო შტაბს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს
პოლიტიკა - 20:08, 26 Aug, 2017     2098

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა თავად კახა კალაძემ:

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი გახლავთ ჩემი საარჩევნო შტაბის გახსნა და მისი ხელმძღვანელის წარდგენა.

თუმცა, მანამდე არ მაქვს უფლება რომ არ გამოვეხმაურო ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს, ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს ყველა მოქალაქეს, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც პირველი წუთებიდან ჩართული იყო ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებაში და ხელმძღვანელობდა საგანგებო შტაბს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ერთად დგომით ყველაფერი შესაძლებელია. თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული თუ რას ნიშნავს იყო თბილისის მერი. სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას.

მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომ მუდმივად ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და თანადგომას. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს, ასევე ძალიან კარგად ვიცით როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. რა თქმა უნდა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თბილისში და კეთდება დღესაც, თუმცა, საზოგადოება, თბილისი ვითარდება და ჩვენც ბევრად უფრო მეტი რამ გვინდა.

მე ვიშრომებ თითოეული თბილისელისთვის, მე ვიშრომებ თითოეული თქვენთაგანისთვის, არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს, თბილისი უნდა ვაქციოთ ჯანსაღ, სიმწვანით სავსე ქალაქად. დარწმუნებული ვართ თბილისელები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას. თქვენი ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია საკუთარი წვლილი შევიტანოთ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინსვლაში.

დღეიდან ჩვენი საარჩევნო შტაბი გახსნილია, იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში და ამ ოფისის კარი ღია იქნება თითოეული თბილისელისთვის. მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში უკვე ფუნქციონირებს ჩვენი საარჩევნო შტაბები, დანიშნულია სტაბის ხელმძღვანელები, შეიძლება ითქვა, რომ მზად ვართ დავიწყოთ საარჩევნო კამპანია.

უახლოეს მომავალი მე ვგეგმავ წარმოვადგინო ჩვენი ხედვები, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ნაწილი იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის და ეს იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან დაასახელა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, შტაბს არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42