„თამარ ალანიას მიმართ კითხვის ნიშნები მქონდა, რომელიც მოხსნილი ვერ იქნება“ - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 16:57, 26 Aug, 2017     1971

სტრასბურგის მოსამართლის კანდიდატურა - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობას სამი კანდიდატის ნაცვლად ოთხი წარედგინება.

თეა წულუკიანის თქმით, დღეს მეორე გასაუბრება გაიმართა, იმ კანდიდატების შესარჩევად, რომელთაგანაც მთავრობა ორს აარჩევს და ლადო ჭანტურიასთან ერთად ევროსაბჭოს წარუდგენს:

„კომისიის გადაწყვეტილებით, ეს კანდიდატები არიან ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია. ჩემდა გასაოცრად, მესამე და მეოთხე კანდიდატები არიან, რომელთაც ერთი და იგივე ქულები მიიღეს და მათ შორის არჩევანის გაკეთება შეუძლებელი გახდა. ესენი არიან - სოსო ბაჩიაშვილი და ოთარ სიჭინავა. როგორც თავმჯდომარე ვფიქრობდი, რომ მთავრობისთვის სამი კანდიდატი წარმედგინა, მაგრამ ვინაიდან მესამე ადგილზე ორი კანდიდატი იდენტური ქულებით აღმოჩნდა, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამის ნაცვლად, ოთხი კანდიდატი წარვადგინოთ და მთავრობამ ის ორი შეარჩიოს, რომელთაც მომდევნო დღეების განმავლობაში ევროსაბჭოს წინაშე წარადგენს. ევროსაბჭოს წერილში ცალსახად არის მითითებული, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში ან უზენაეს სასამართლოში გამოცდილების მქონე კანდიდატი. ასეთი ლალი ფაფიაშვილი გახლავთ, რომელიც ამავე დროს, ქალი კანდიდატია. მჯერა, რომ ის ღირსეულ კონკურენციას გაუწევს ლადო ჭანტურიას და ალბათ, ექსპერტთა საბჭოს დადებით შეფასებას დაიმსახურებს.

რაც შეეხება ალანიას, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, წინა გასაუბრებისას და ახლაც მასთან კითხვის ნიშნები მქონდა, რომელიც მოხსნილი ვერ იქნება. ეს გვანცა ყუფარაძის საქმეს ეხება, მაგრამ მისი საშუალო ქულა მაღალი აღმოჩნდა და მეორე ადგილზე გავიდა. შესაბამისად, იმ კანდიდატურებს შორის მოხდა, ვინც მთავრობას წარედგინება. თუ მას სტრასბურგში მთავრობა წარადგენს, გასაუბრებაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარმოადგენს თავს ექსპერტების წინაშე“, - განაცხადა წულუკიანმა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ კანდიდატები მთავრობისთვის წარსადგენად უკვე შეარჩია. კენჭისყრის შედეგად, მთავრობას კომისიის მიერ წარედგინება თამარ ალანიას, ლალი ფაფიაშვილის, იოსებ ბაჩიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42