საპატრიარქოს განცხადება - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადასვენების საკითხი
პოლიტიკა - 16:39, 26 Aug, 2017     3122

მარიამობის დღესასწაულზე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადასვენებასთან დაკავშირებით დაწყებულ აჟიოტაჟზე, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

„მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოში ათეისტური იდეოლოგიის გაბატონების ჟამს, მრავალი სიწმიდე იქნა გატანილი ეკლესია-მონასტრებიდან; ამ სიწმიდეთაგან ნაწილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა მუზეუმებს გადაეცა შესანახად. ასე აღმოჩნდა ზუგდიდის მუზეუმის საცავში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც, სავარაუდოდ, (ყველაზე გვიანდელი ვერსიით) კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ ჩამოუტანიათ საქართველოში, კერძოდ კი სადადიანოში. მსოფლიო მნიშვნელობის ეს უდიდესი სიწმიდე ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული.

1923 წლამდე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი სხვა სიწმიდეებთან ერთად ხობის მონასტერში ინახებოდა; 1923 წელს კი ისინი დადიანების სასახლეში განთავსებულ მუზეუმში გადაიტანეს.

ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ათწლეულების განმავლობაში მათ მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობის, პროფესიული თავდადებისა და სამოქალაქო გმირობის ფასად ათეისტურ დროს გადაურჩა ყოვლადწმიდა კვართი და არაერთი სხვა სიწმიდე.

დღეს, ღვთის მადლით, დადგა დრო, როცა განსაკუთრებულ შემთვევებში ხდება ხოლმე ამ სიწმიდის გადმოსვენება ტაძარში, სადაც ტარდება საღმრთო ლიტურღია და მორწმუნე ადამიანებს მასთან რწმენითა და სიყვარულით მიახლების საშუალება ეძლევათ.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ირგვლივ უკანასკნელ წლებში, სამწუხარო გაუგებრობებმა იჩინა თავი, რაც ზუგდიდის მრევლში მღელვარებას იწვევს.

ზუგდიდის მოსახლეობა განსაკუთრებულ პატივად მიიჩნევს იმას, რომ მათ ქალაქში ინახება საქრისტიანოს გამორჩეული სიწმიდე და შესაბამისად, მტკივნეულად რეაგირებს ამ საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.

შექმნილ ვითარებას სწავლობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სიწმიდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილება, რომლის მუშაობაში ასევე ჩაერთვებიან შესაბამისი დარგის მკვლევარები, ზუგდიდისა და ხობის საზოგადოების წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფალთა პასუხისმგებელი პირები: მათი ერთობლივი მუშაობის შედეგი შემდეგ წარედგინება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს. მანამდე კი ჩვენს სულიერ შვილებს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და მოთმინებისკენ; საეკლესიო სიწმიდეები, ღვთის მადლის მაძიებელთ აერთიანებს და არ განჰყოფს; ჩვენს შემთხვევაშიც, ძმათა შორის წამოჭრილი გაუგებრობა ქრისტიანული სიყვარულით და ერთობით უნდა დაიძლიოს. ჩვენი ძალა ჩვენსავე სულიერ ერთობაშია“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42