„ქართულ ოცნება“-ში მიმდინარე ბრძოლა საარჩევო სიებისთვის
მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში - ვისთან მიდის წილები?!
რამდენიმე ფაქტი დაკავებულ თანამდებობის პირებზე:
1. ჯოკია ბოდოკია - ეს ადამიანი დააკავეს საკითხზე, რომელზეც თავად არ იყო უფლებამოსილი, შესაბამისად ის „ზემოთ“ უნდა შეეთანხმებინა.
2. მეყანწიშვილი - ასევე დაკავებულია საკითხზე, რომელზეც არ იყო უფლებამოსილი.
3. ვასილ ბექაური - ასევე დაკავებულია საკითხზე, რომლის გადაწყვეტის უფლებამოსილება არ ჰქონია, შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად მასაც დასჭრდებოდა თანხმობა „ზემოდან“.
4. ოთარ აბესაძე - დაკავებულია ქრთამის აღების ფაქტზე, საკითხზე ასევე არ იყო უფლებამოსილი.
დღევანდელი დაკავებული - ზურაბ ნეფარიძე , საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი. დაკავებულია ქთამის აღების ფაქტზე, სავარაუდოდ ისიც აღნიშნულ საკითხს ათანხმებდა „ზევით“, ხოლო თავად იყო მხოლოდ შუა რგოლი.
ამ ფაქტებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, არა ქრთამისტების დაკავება, რომლებიც მხოლოდ შუა რგოლები არიან ამ კორუფციულ ბუდეში, არამედ იმის გარკვევა, თუ რეალურად სად იღებს სათავეს კორუფცია.
ფაქტია, საქმე გვაქვს პოლიტიკურ ბრძოლასთან, რომელიც დაკავშირებულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დაწერასთან. აბესაძის შემთხვევის მსგავსად, ეს ფაქტიც ადასტურებს, ამ ბრძოლის რეალურობას, რომელშიც ყველა თავის გავლენას იყენებს.
დაკავებების სერია კი უბრალოდ მასკარადია, რომლითაც ხელისუფლება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობს.
იძებნება მთავარი კორუმპირებული!!!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






