„დღევანდელი კონკურსიც სავარაუდოდ, ხარვეზებით წარიმართება“ - უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე
პოლიტიკა - 13:10, 26 Aug, 2017     1198

სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსი - ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საკითხი საკმაოდ პრობლემური გახდა. არსებულ ვითარებაზე და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს საქართველოს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ხარვეზები ყველა ეტაპზე არსებობდა და დღევანდელი პროცესიც, სავარაუდოდ ხარვეზებით წარიმართება. ამის მიზეზად ომბუდსმენი ასახელებს იმ ფაქტს, რომ მკაფიო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული იმისათვის, რომ შეფასების სისტემა ნათელი იყოს:

"სამწუხაროდ, ხარვეზები იყო ყველა ეტაპზე და დღევანდელი კონკურსიც სავარაუდოდ, ხარვეზებით წარიმართება, რადგან მკაფიო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეფასების სისტემა იყოს ნათელი, ხაზს ვუსვამ იმას, რომ საჯარო არ არის კომისიის წევრების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები და ეს კიდევ ერთი შემაბრკოლებელი ფაქტორია. თუკი გადაწყვეტილებები იქნება ღია და საჯარო, ეს იქნებოდა კიდევ ერთი ნაბიჯი პროცესის გამჭვირვალობისკენ. ასევე კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, რომ ფაქტიურად უმცირესობაში არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები და არის მთელი რიგი გარემოებები, რაზეც კომისიას აქამდეც უნდა ემსჯელა", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა საქართველოს უკვე მესამედ უწევს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები ორჯერ დაუწუნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42