საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს "არაჯანსაღი ფანტაზია" უწოდა და მისი კომენტირებისაგან თავი შეიკავა.
ალავიძის განცხადებით, საქართველომ გარეო-ს მიმართა, და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა:
„მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, გაერო-ს მეშვეობით, მათი არხებით მოხდა მიმართვა. გაერო-ს მივმართეთ და მათი არხებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოსთვის მოთხოვნის გაგზავნა, პროცედურულად ასეა. როგორც ვიცი, ამ არხით იყო ეს ყველაფერი მოგვარებული“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






