საკონსტიტუციო ცვლილებები - ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგზე უარს აცხადებს და ამის მიზეზად ოპოზიციის ულტიმატუმს ასახელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლების უარი დიალოგზე მოსალოდნელი იყო, ამ ნაბიჯმა კი ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ხელიუფლების შეთავაზება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასთან მიმართებით თავიდანვე სიცრუე იყო:
„როგორც მოსალოდნელი იყო დიალოგზე უარი განაცხადა ხელისუფლებამ, ანუ ჩაშალა პროცესი, რომელსაც ჰქონდა შანსი კონსესუსის შედეგად მიგვეღო ქვეყნისთვის საჭირო კონსტიტუცია, ამაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ანუ გაირკვა, რომ მისი შეთავაზება იყო ყალბი და არაგულწრფელი თავდიანვე, როდესაც ვერ დაშალა ერთობა ოპოზიციური, შემდეგ უარი განაცხადა დიალოგზე.
ახლა გამოჩნდება ვის მოისყიდის და ვის ვერა ხელისუფლება და პროცესი დაგვირგვინდება, ერთპარტიული ფსევდო კონსტიტუციის მიღებით, რაც ცუდია ქვეყნისთვის, რაც გულისხმობს ხელისუფლებაში ერთპარტიული ინტერესების გატარებას, „ოცნების“ მაქსიმალურად გახანგრძლივებას და ოლიგარქიის, როგორც არადემოკრატიული მართვის მოდელის დაკანონებას. საქართველოში ეს არ გავა, მაგრამ ამის ღია მცდელობასთან ნამდვილად გვაქვს საქმე“, - აღნინავს ნიკა რურუა.
ნიკა რურუა ასევე ეხმაურება მამუკა კაციტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების პასუხი ეხება მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას და მის ორბიტაზე მოძრავ ოპოზიციურ ორგანიზაციებს. რურუა მიიჩნევს, ვინც კონსესუსის გარეშე მიღებულ კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, ის ხელისუფლებას რაღაც ფორმით მიეყიდება:
„მამუკა კაციტაძის ეს განცხადება მაინცდამაინც არ მაინტერესებს, იმიტომ, რომ როგორც ჩანს მას გადაწყვეტილი აქვს ამ ოლიგარქიულ დოკუმენტს რაღაცის სანაცვლოდ მხარი დაუჭიროს, ვინც ახლა ამ უვარგის კონსტიტუციას მხარს დაუჭერს, ის ცხადია ხელისუფლებას რაღაც ფორმით მიეყიდა. ამიტომ ეს გამოჩნდება მალე, ვინც ამ ფსევდოკონსტიტუციას მხარს დაუჭერს, ის ანგარებით არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან, ნამდვილი ოპოზიცია ამ უვარგის დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს, ეს არის სპექტრი პროდასავლური ძალებისა, ასე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება დღეგრძელი, რადგან მას არ ექნება მთავარი რამ, პოლიტიკური ლეგიტიმურობა, რასაც კონტიტუციას სძენს მხოლოდ კონესუსის შედეგად მიღება“, - განმარტავს ნიკა რურუა.
მასალის გამოყენების პირობები






