სკანდალი - გენგეგმით, ძველი თბილისი ინგრევა?
პოლიტიკა - 18:38, 25 Aug, 2017     7319

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მზადაა, მაგრამ მისი განხილვა არ დაწყებულა. წესით, თბილისის საკრებულოს გადასაწყვეტია, დაამტკიცებს თუ არა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი იტვირთვს ამას საკუთარ თავზე: ამ მოწვევის თუ საკრებულოს ახალი შემადგენლობა, რომლებიც დედაქალაქის კანონმდებლების სტატუსს 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღებენ.

იმ მარტივი მიზეზით, რომ დოკუმენტი სპეციფიკურია, ანუ სპეციალურ ცოდნას მოითხოვს შესაფასებლად, მისი განხილვა ურბანისტებთან ვცადეთ და მეტად სამწუხარო რეალობაც აღმოვაჩინეთ: ქვეყანა პროფესიონალი ურბანისტების მწვავე დეფიციტს განიცდის და ვინც არის, აზრის საჯაროდ გამოთქმას ერიდება, რადგან მათი ყოფნა-არ ყოფნა დედაქალაქის ოფიციალურ სამსახურებზეა დამოკიდებული და სავსებით ბუნებრივია, რომ ურთიერთობის გაფუჭებას უფრთხიან, რადგან ეს მათ პროფესიულ საქმიანობას წერტილს დაუსვამს.

მეორე მხრივ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტია, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული თბილისის, როგორც ქალაქის და თბილისის მოსახლეობის მომავალი როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სოციალურ-ეკოლოგიური, შემოთავაზებული ვარიანტი კი, სპეციალისტების თქმით, ვერ ჭრის თბილისის წინაშე არსებულ პრობლემებს – უსისტემო მშენებლობებისა და გადატვირთული ქუჩების ჩათვლით, არც განვითარების სტრატეგიულ ხედვას გვთავაზობს, დღეისთვის არსებულ რიგ პრობლემებს საერთოდაც იგნორირებას უკეთებს და, სხვათა შორის, ძველი თბილისის იერსახის გაქრობის საფრთხის წინაშეც გვაყენებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიონალი ურბანისტის მოსაზრება მნიშვნელოვანია, ჩვენი რესპონდენტი, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებთ, განგვიმარტავს, რატომ არ გამოგვადაგება მიწათსარგებლობის გეგმის შემოთავაზებული ვარიანტი და რა სჭირდება თბილისს, რომ არა მხოლოდ გადარჩეს, არამედ სრულფასოვან ქალაქად იქცეს, რაზეც თბილისის განვითარების გენერალური გეგმა არაფერს ამბობს.

– რა არის თბილისის მთავარი პრობლემა და მისი გადაჭრა როგორ გესახებათ?

– თბილისის, გნებავთ, საბჭოური და გნებავთ, პოსტსაბჭოური განაშენიანება მთლიანადაა გასაჯანსაღებელი ან, სულაც, გასარემონტებელი. თბილისს ახალი ნაგებობების აშენება არ სჭირდება, რადგან ქალაქში ისედაც ბევრი ცარიელი შენობაა. ასევე, შესაქმნელია ლანდშაფტის სისტემა. საერთოდ, ერთიანი ლანდაფშტის გეგმის შექმნა ცალკე პრობლემააა.

– ვიზუალურად ლამაზი თუ ეკოლოგიის თვალსაზრისით?

– ეკოლოგიისა და რეკრეაციის თვალსაზრისით, რადგან დიდი ქალაქების მცხოვრებლებს სჭირდებათ დასვენება იმ გამომფიტავი ცხოვრებისგან, რაც ახასიათებს ქალაქებს. აი, ამას ჰქვია რეკრეაცია. მთელ თბილისს უნდა ჰქონდეს ლანშაფტური გეგმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქალაქის გარე ტერიტორიებთან და უზრუნველყოფს გარე ლანდშაფტების შემოსვლას ქალაქში. ეს არის გამოწვევა, რომელსაც ეს გენგეგმა არათუ ვერ პასუხობს, არამედ საერთოდ არც სვამს მსგავს პრობლემას.

ქალაქი გასაჯანსაღებელია მშენებლობის თვალსზრისითაც, ეს ესთეტიკურ მხარესაც გულისხმობს, მაგრამ ამჯერად მე ვლაპარაკობ ჰიგიენურ გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს განიავებას, განათებას… ასევე, გასაჯანსაღებელია სამშენებლო სუბსტანციებიც. ნაგებობები ინგრევა, მაგრამ მათგან ყველა არ არის დასანგრევი, რაც შესანარჩუნებელია, უნდა შენარჩუნდეს, რაც დასანგრევია, უნდა გამოიცვალოს. რაც მთავარია, უნდა შენარჩუნეს ის შენობები, რომლებსაც აქვს ისტორიული სახე, რასაც ხალხი მიჩვეულია. სამწუხაროდ, არც ამ ღონისძიებებს სახავს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ეს ღონისძიებები გულისხმობს მოსახლეობის ზომიერ გამჭიდროებასაც. ოღონდ ეს არ უნდა გაკეთდეს თვითმიზნურად, არამედ იმ უბნის გასაჯანსაღებლად. ახალ სახლებში შედის ახალი მოსახლეობა, სხვა შესაძლებლობის მქონე; ამდენად, გამჭირდროება ისე უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ ძველი მოსახლეოაბც დარჩეს და ახალიც შეერიოს და არა ისე, რომ განიდევნოს ძველი მოსახლეობა, რაც დაიწყო წინა ხელისუფლების დროს.

– პროექტს - „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ გულისხმობთ?

– დიახ, ამ პროგრამით, ადგილობრივები უნდა გაეყვანათ და მათი საცხოვრებლები უნდა დაეთმოთ მდიდრებისთივს, რომლებსაც ექნებოდათ ფული საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ეს სოციალურ გენოციდს ჰგავდა, ქალაქმშენებლურ ფაშიზმს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს, ისეთი ღონისძიებები უნდა გატარდეს, მათ შორის, გამჭიდროების, რომ გამოირიცხოს ადგილობრვი მოსახლეობის იქიდან გაყვანა. ერთი სიტყვით, ქალაქის გაჯანსაღება, გარემონტება არის დღევანდელი თბილისის მთავარი გამოწვევა, რაც გულისხმობს როგორ ჰიგიენურ, ისე ინფრასტრუქტურულ გაჯანსაღებას. თბილის მთელი ტექნიკური ინფრასტრუქტურა არის დაძველებული და მოშლილი. ქალაქი უნდა შეკეთდეს, იმიტომ რომ ასე ვეღარ ვიცხოვრებთ. ადამიანებს უნდა შექმნათ უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები. დიდი ხანია, ვაკვირდეყით პროცესს, თუ როგორ ანაცვლებს არსებცლ მოსახლეობას უფრო ღარიბი ახალმოსული მოსახლეობა. სახლები ინგრევა, ვისაც კი შესაძლებლობა აქვს, გარბის და იქ შედის ახალი, უფრო ღარიბი. ეს პროცესი როგორმე უნდა შეწყდეს, ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ მოსაახლეობა დაფუძნდეს და წელში გაიმართოს. თბილისის ძველ უბნებში ძალიან ღარიბი ხალხი ცხოვრობს.

– ძველი, გასარემონტებელი შენობები დაავადებების წყაროცაა. დაავადებული შენობები აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასაც. თბილისის ძველ უბნებში სუნიც კი დგას სინესტე-სიძველის.

– მთავარი პრობლემაა ობი, რომლის წიანაღმდეგაც აუცილებელია ბრძოლა. აი, ეს იგულისხმება ჰიგიენურ გაჯანსაღებაში, ობი გამოიწვია ნესტმა, ცუდმა განიავება-გამზეურებამ. ეს გამოსასწორებელია, რადგან ასეთი სახლი ისევ დგას. ამიტომ ის უნდა შეკეთდეს. არადა მთელი ქალაქი ასეთ მდგომარეობაშია. ამდენად, უზარმაზარი ღონისძიებებია გასატარებელი, რომ გადარჩეს.

– იმას, რასაც თქვენ ამბობთ, ქალაქის სრულ ჯანანსაღება-შერემონტებას, ანუ თბილისის მთავარ გამოწვევას მიწათსარგებლობის გენგეგმა ითვალისწინებს მინიმალურ დონეზე მაინც?

– ეს არაა ასახული გენერალურ გეგმაში. არადა გასაჯანსაღებელია თბილისის კორპუსების ნაწილიც. გეგმაში ლაპარაკია ცარიელი ტერიტორიების ათვისებაზე, მაგრამ გეგმა არაფერს ამბობს სისტემურ გაჯანსაღებაზე, ერთიანი ლანდშაფტური სისტემის შექმნაზე და სატრანსპორტო სქემის მოგვარებაზე. სატრანსპორტო სქემაზე საერთოდ არაფერს ამბობს ახალს: ძველი, უკვე არსებული სქემაა გადატანილი. არადა აუცილებელია მობილობის პრინციპულად ახალი ხედვა.

– მობილობის ახლებური ხედვა რა პრობელმას გადაჭრის, გარდა საცობებისა?

– მობილობის პრობლემას ვერ გადავჩრით, თუ არ შევამცირეთ ინდივიდუალური ტრანსპორტის რაოდენობას ქალაქში. გზების ფართის გაზრდით ეს პრობლემა არ გადაიჭრება. თუმცა დღემდე ასე იყო: სამანქანო გზის გაფართოებითა და ახალი ხიდების აგებით ცდილობდნენ დაეტიათ მანქანები. ეს ილუზიაა და განვითარებულმა სამყარომ ათეული წელია, იცის, რომ ეს ილუზიაა. ამდენად, მთავარია, შევამციროთ მანქანები რაოდენობა და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძვირი უნდა გახდეს ადამიანისთვის საკუთარი მანქანით გადაადგილება და იაფი, ხელსაყრელი და დამამშვიდებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით, ველოსიპედით მგზავრობა. ამაზე გენგეგმა არაფერს ამბობს.

ისევე, როგორც არაფერს ამბობს ქუჩების მოწყობაზე: ქუჩები საზოგადოებრივი სივრცეა, სადაც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცხოვრება. ჩვენთან ეს სივრცე დაიკავა ტრანსპორტმა. ავტომობილებმა დაკავა ქუჩათა მთელი ქსელი და ისინი გადააქცია საკომუნიკაციო არხებად. ამის შესახებ გენგეგმა არაფერს ამბობს და ქუჩის ერთადერთ ფუნქციად ისევ ტრანსპორტის დაყენება რჩება.

– აბა, ეს გენგეგმა რას ამბობს?

– რას და, მხოლოდ ზოგად რამეებს. მაგალითად, იმას, რომ რომ ქალაქი მწვანე უნდა იყოს, რომ მდინარე უნდა ჩაერთოს ქალაქის განვითარებაში. რომ მოკლე გზების ქალაქი უნდა გახდეს, ანუ ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყველაფერი ახლოს იყოს, მაგრამ არ ამბობს, რის საფუძველზე. მოკლე გზების ქალაქი შეიძლება, გახდეს გამჭიდროებით, თუ დაანგრევ სამსათულიან სახლებს და ააშენებ 10 ან 20-სართულიანებს. მაგრამ ამას ხომ უამრავი თანმდევი პროცესი მოჰყვება?! მაგალითად, სჭირდება საკანალიზაციო სისტემა. მოკლედ რომ ვთქვა, არაფერს ამბობს გენგეგმა, თუ როგორი იქნება ეს მოკლე გზების ქალაქი, რის ხარჯზე გაკეთდება. ამბობს, რმო ბევრი სიმწვანე კარგია ქალაქში, მაგრამ არ ამბობს, როგორ უნდა მოვაღწიოთ, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ.

– თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ თბილისში დამთავრდება „ხრუშჩოვკების“ ეპოქა. ეს გენგეგმა ამ ტიპის განახლებას გულისხმობს?

– არა, გენგეგმა ასეთ რამეს არ ეხება, თუმცა მაგალითად, დიღმის მასივში მჭიდრო საცხოვრებელი ზონის შექმნას აპირებენ, თუმცა ისევ უცნობია, როგორ მოხერხდება მისი გამჭირდროება. თუმცა გენგეგმა ასეთ დეტალებს არ გეგმავს, განაშენიანების გეგმებით უნდა გადაწყდეს, რა ბედი ეწევა ასეთ ადგილებს. სად გაიყვანენ იმ ხალხს, რომლებიც იქ ცხოვროს? როგორ უნდა გააუმჯობესო მათი საცხოვრებელი პირობები? გამოხშირო და სხვაგან გადაიყვანო და ამასობაში ნაგებობები გაარემონტო?! 50 წლის წინათ აშენებცლი შენობა ბევრ ენერგიას კარგავს, ის უნდა შეიფუთოს და რაგეგნულადაც გალამაზდეს, რადგან მახინჯი იერსახე აქვს. ამის გამოსწორება შესაძლებელია, მაგრამ ეს ფული დაჯდება. ვინ დადებს ამ ფულს?

– ასეთი გეგმის მიღება ხარჯთაღრიცხვების გარეშე შესაძლებელია?

– ამ ტიპის გეგმას ხარჯთაღრიცხვა არ უნდა ახლდეს, ფინანსური მხარეს წინასწარ უთანხმებენ ქალაქის სამსახურებს და ქალაქის სამსახურები უნდა ფიქრობდნენ, რა დაუჯდება ეს ქალაქს. ჩვენ ისიც არ ვიცით, გაომჩნდება თუ არა ინვესტორი, რომელიც ააშენებს ახაო შენობებს.

– მეტროს, ტრამვაის ლიანდაგს ინვესტორი არ დააგებს, არც ძველ შენობებს გაამაგრებს, არც მიწისქვეშა კომუნიკაციებს მოაწესრიგებს და არც ქუჩებს აქცევს საზოგადოებრივ სივრცედ?

– ეს ქალაქის ბიუჯეტით გასაკეთებელი საქმეებია. თუ ასეთი ღონისძიებებია დაგეგმილი, უნდა იყოს ეშთანხმებული ქალაქის შესაბამის სამსახურებთან, რომ, მაგალითად, მომავალ ათ წელიწადში იქნება თუ არა ამის შესაძლებლობა. ანუ საქალაქო სამხსარურთან უნდა იყოს მიღწეული პრინციპული შეთანხმება, რომ რომ ეს ღონისძიებები განხორციელდება. მიწათსარგებლობის გეგმა არის ლოკალური კანონი, სამართავი კანონი.

– და თუ ის დამტკიცდა, ნიშნავს, რომ მის ჩარჩოებს ვერ გასცდები, არადა ის თბილისის წინაშე მდგა პრობელმებს ვერ პასუხობს და არ ასახავს. ესე იგი, პირიქით, მუხრუჭის ფუნქციას შეასრულებს.

– ეს, ძირითადად კეთილი სურვილების გეგმაა, გათვლები ძალიან ზოგადია. როგორც გითხარით, ეს არის ქალაქის მმრთველობის დოკუმენტი და საქალაქო სამსახურები უნდა ფიქრობდნენ, რას როგორ გააკეთებენ და არის თუ არა რეალისტური. ეს სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებებია, ეს გეგმა ნიშნავს უამრავ რეჟიმს, რომელიც იმოქმედებს კერძო პირებისთვისაც.

რაც იმ გეგმაში წერია, შეიძლება, არც არასდროს გაკეთდეს, გეგმა იმდენადაა რეალისტური, რამდენადაც მასში ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმ. მიწათსარგებლობის სგეგმის შექმნის პროცესი არის მთელი ამ უწყებების ერთოლიტვი მუშაობის შედეგი.

– და როდის გამოჩნდება, ეს გეგმა რეალისტურია თუ არა?

– 15-20 წელიწადში გამოჩნდება, არის თუ არა რეალისტური… ეს გეგმა არ ლაპარაკობს, რა უნდა გაკეთდეს 2030 წლამდე. აქ მე ვხედავ ზონებს, რომ აქ და აქ იქნება ამდენი სიმჭიდროვე. მაგრამ არ არის ახსნილი, რისთვისაა საჭირო ეს სიჭიდროვეები და რა ომ უნდა იყოს ამდენი. მოქმედი გეგმის პრობელმა იყო ის, რომ მშენებლობებს სახავდა ინვესტორის სარგებლიანობის მიხედვით. მაგალითად, ვერეს ხეობაში იყო ყველაზე მაღალი სიმჭიდროვე იმიტომ, რომ იქ კარგ ფულს იშოვიდა ინვესტორი. ახალ გენგეგმაში ასეთი მიდგომა ნაწილობრივ შენარჩუნებულია. გეგმაში არ ჩანს, რას უპირებენ ძველ ქალაქს. იმ მონაცემებით, რაც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია, შეიძლება, ძველი ქალაქის დანგრევასაც აპირებდნენ და ახალი სახლების აშენებასაც.

– იმის თქმა გინდათ, რომ დაგეგმილია ძველ თბილისში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა რაც გულისხმობს მის ნაცვლად სხვა ნაგებობების აშენებას? ძველი უბნების გარდა ამ ქალაქში აღარაფრისთვის შეიხედება?!

– დიახ, რუკაზე ასე ჩანს. მე ვამბობ, რასაც ვხედავ: გეგმა არ ამბობს, როგორ უნდა გაიზარდოს სიმჭიდროვე. უნდა დაანგრიონ ძველი თბილისი და ახალი ააშენონ?! ეს ხომ უკვე სხვა ქალაქი იქნება?!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42