სტიქია ბორჯომის ხეობაში - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია არსებულ ვითარებას აფასებს.
მინისტრის განცხადებით, ყველაზე კრიტიკულ სექტორებში უკვე არის ცეცხლის ლიკვიდაციის ფაქტები. მისივე თქმით, დღეს დილიდან ბორჯომის ხეობაში 1 200 სამხედრო მოსამსახურე პროცესში ჩაერთო:
„ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები. ჩვენ უშუალოდ თითოეული კრიტიკული სექტორი მოვინახულეთ. მაშინვე, სხვა უწყებებთან ერთად, განისაზღვრა კონკრეტული გეგმა და ყველაზე კრიტიკულ სექტორებში გვაქვს უკვე ცეცხლის ლიკვიდაციის კონკრეტული ფაქტები. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილებზე დარჩნენ სამხედრო მოსამსახურეები, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ინტენსიურად გაგრძელდეს, როგორც ღამის განმავლობაში, ისე აუცილებლობის შემთხვევაში, შემდეგი დღეების განმავლობაში, რათა მყისიერად მოხდეს ცალკეულ შესაძლო ცეცხლის კერის გაჩენაზე რეაგირება.
უკეთესია დღეს გაცილებით მდგომარეობა, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა და ეს სწორედ იმ წინა მოსამზადებელი ეტაპების და სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელმაც რთული რელიეფის პირობებში ფიზიკური ძალის მიყვანა გახადა შესაძლებელი კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებში," - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






