,,6 შეკითხვა კახა კალაძეს"
პოლიტიკა - 13:07, 25 Aug, 2017     2942
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ინტერესებზე საუბრობს

,,არჩევნები და რამოდენიმე კითხვა „ოცნების“ მერობის კანდიდატს:

ამ წლის 21 ოქტომბერს საქართველო ირჩევს 4 წლით იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მათთვის მაღალი ხარისხის კომუნალური სერვისების მიწოდება; ადგილობრივი გზების ხარისხიანობა; სანიაღვრეების გამართული მუშაობა; საცხოვრებელი არეალის კომფორტულად მოწყობა; ტრანსპორტის გამართული მოძრაობა; გარემოს ეკოლოგიური ვარგისანობა; გამწვანება; მშენებლობის ნებართვების სწორედ გაცემა და ა.შ და ა.შ.

ანუ ჩვენ ვირჩევთ იმ ხალხს რომლებსაც, თვითმმართველობის განმარტებიდან გამომდინარე, ჩვენ ვანდობთ ჩვენი „კომუნალური“ , სამოქალაქო თუ სოციალური პრობლემების მოგვარებას მუნიციპალურ დონეზე.

ყველაზე დიდ და ცხოველ ინტერესს ბუნებრივია დედაქალაქის მერის და საკრებულოს არჩევნები იწვევს.

დასახელებული კანდიდატების რაოდენობა, მათ უკან მდგომი ინტერესები და ელექტორატი საკმაოდ საინტერესო, სკანდალური და პოპულიზმზე აგებული საარჩევნო კამპანიის მოლოდინს იწვევს.

ბუნებრივია დიდი ყურადღება მმართველი პარტიის კანდიდატზე, ყოფილ ვიცე-პრემიერ და ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძისკენ არის მიმართული. ბ-ნ კალაძეს ,,ოცნების“ რიგებში უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ, თუმცა მისთვის რეალურ მოგებად მხოლოდ პირველ ტურში მოგება შეიძლება ჩაითვალოს.

გარდა პირადი იმიჯის, უხვი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსისა, რისი შეთავაზება შეუძლია მას თბილისელი ამომრჩევლისთვის?

პასუხი ცალსახაა. ეს უნდა იყოს მისი პროგრამა: - პროფესიონალურად გამართული და ფინანსურად დასაბუთებული, რომელიც რეალობაზე იქნება დაფუძნებული და რომელიც აუცილებლად შესრულებადი უნდა იყოს უახლოეს 4 წელიწადში.

რამდენად არსებობს ბუნებაში ასეთი პროგრამა, ეს ალბათ მალე გამოჩნდება. დღეს კი გვაქვს მის მიერ გაჟღერებული რამოდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელების პერსპექტივა საფუძვლიან კითხვებს აჩენს.

პროექტი პირველი: ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. სადაც ბ-ნი კახი გვპირდება რომ მისი მერობის პერიოდში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში

კითხვა: ეს პროექტი უკვე შემუშავებული აქვს მის გუნდს თუ სექტემბრის ბოლოსთვის ბ-ნი ნარმანიას მიერ დასამტკიცებლად გამზადებული ე.წ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაში მოცემულ შემოთავაზებებზე აპელირებს?

პროექტი მეორე: ბ-ნი კახი გვპირდება თბილისის ზღვაზე დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას.

კითხვა: მის გუნდს აქვს რაიმე კონცეპტუალური ხედვა ამასთან დაკავშირებით, რომელსაც პროექტის სახით წარმოგვიდგენენ საარჩევნო პროგრამაში თუ ეს განცხადება დაფუძნებულია, მერიაში თაროზე შემოდებულ უკვე არსებული პროექტის გამოყენების ალბათობაზე? ეს პროექტი 2 წლის უკან შეასრულა, მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექტივმა.

პროექტი მესამე: "თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება.".

კითხვა: იხ. პირველ პროექტზე დასმული შეკითხვა და ახალი რეკრიაციული ზონების შემოღების სურვილი ძველი მერის მიერ.

და ბოლო შეკითხვა ბ-ნ კახის

რამდენად იცნობს ის და მისი გუნდი ე.წ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმას, რომელიც სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება თბილისი საკრებულოს მიერ და სწორედ ამ დოკუმენტით მოუწევს მერიას ხელმძღვანელობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თუ იცნობენ, სავარაუდოდ იმასაც უნდა ხვდებოდნენ , პრობლემების რაოდენ დიდ გორგალს უმზადებს ეს პროექტი მათ და თუ არ იცნობენ, „ხრუშოვკების“ პროექტის ხათრით მაინც დაინტერესდნენ, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ უამრავ სამართლებრივ კოლიზიასთან იქნება დამაკავშირებული ამ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

უდავოდ საინტერსეო იქნებოდა ამ შეკითხვებზე „ქართული ოცნების“ ქ.თბილისი მერობის კანდიდატის პასუხები და მრავალი, ასე ვთქვათ მერყევი ამომრჩეველისთვის ეს გადაწყვეტილების მიღების მშვენიერი საფუძველი იქნება.

და ბოლოს ავტომობილების ტექდათვალიერება ისე როგორც ეკოლოგიის საკითხების საკანონმდებლო რეგულაცია ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა და არა ქ.თბილისი მერის და იმედია ამ საკითხების შეთანხმება შესაძლებელი იქნება პრემიერთან და პარლამენტის თავჯდომარესთან” - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახალხო თვითმმართველობის“ ხელმძღვანელი გოგი ლორთქიფანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42