სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ტექონოლოგიური გიგანტის Samsung-ის ხელმძღვანელ ჯეი ი. ლის კორუფციის ბრალდებით 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სკანდალმა უკვე გამოიწვია ქვეყნის პრეზიდენტის იმიჩმენტი.
ბრალდების მტკიცებით, სამსუნგის ხელმძღვანელმა 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის ყოფილ პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული. სამსუნგი და ლი ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
სეულის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯეი ლის ადვოკატები ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვეყნის აწ უკევე ყოფილი პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პრეზიდენტმა ნამდვილად მისცა მის ახლო მეგობარსა და მრჩეველს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უფლება და მისი კორუფციულ საქმიანობას დააფარა ხელი.
ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წლის 10 მაისს ჩატარდა, რომელშიც დემოკრატიული პარტიაის კანდიდატმა, მუნ ჟე ინმა გაიმარჯვა.
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის განცხადებებს მისი მეგობარი ჩხვე სუნ სილი წერდა. გამოძიების თანახმად, ის სამხრეთ კორეის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და პრეზიდენტთან ახლო კავშირს საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის იყენებდა.
ჩხვე სუნ სილი დაკავებულია.
მასალის გამოყენების პირობები






