„მადლობა ზალიკოს ამ გულითადი პოზიციისთვის, მაგრამ მე უარს ვამბობ. ძალიან ადამიანური შემოთავაზებაა, მაგრამ მე ხალხთან ერთად დავამტკიცებ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში. ხალხის ძალა არის ყველაზე ძლიერი. ხელისუფლებას და მათ შორის ცესკოს უნდა დავუმტკიცო, თუ რა ძალა აქვს ხალხს და როგორ შემიძლია ნებისმიერი საარჩევნო ხრიკი და მავნებლობა წყალში ჩავუყარო“- განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველთან.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს ცესკოში რეგისტრაციისთვის 10 ათასი ხელმოწერა ესაჭიროება. ხელმოწერების შეგროვებაში დახმარება დამოუკიდებელ კანდიდატს ენმ-ს კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა შესთავაზა. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მისი მთავარი ამოცანა ოქტომბერში თბილისში „ქართული ოცნების“ დასრულებაა. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები






