საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა (ვიდეო)
პოლიტიკა - 20:17, 24 Aug, 2017     1284

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუციის დღე მიულოცა და განცხადებით მიმართა:

„დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა.
კონსტიტუცია, ისევე როგორც ჰიმნი, დროშა და გერბი ყველას გვაერთიანებს, ისევე როგორც გვაერთიანებს ჩვენი ეროვნული დევიზი - ,,ძალა ერთობაშია!“
სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთიანნი, ჩვენ დღეს დღევანდელი დღის საზეიმო ღონისძიებები გავაუქმეთ. იმიტომ, რომ ვართ ერთიანნი იმ ადამიანებთან, ვინც ხუთი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ებრძვის სტიქიას.
საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით მინდა მადლობა ვუთხრა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.
მაგრამ ჩვენ არ ვერთიანდებით მხოლოდ გასაჭირში, ჩვენ ვართ ერთიანნი ჩვენ მიზნებში და ამიტომაც ვიწოდებით ერად.
ამავე დროს ჩვენ განსხვავებულებიც ვართ და ამიტომ საქართველო არის დემოკრატიული. დემოკრატიული საქართველოს მთავარი დოკუმენტი კი, საქართველოს კონსტიტუციაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ასობით ქართველმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღო მონაწილეობა კონსტიტუციის ერთად წაკითხვაში. ჩემთვის ძალიან, ემოციურად მნიშვნელოვანი იყო ეს პროცესი.
მაგრამ ჩვენ არამხოლოდ ყველამ ერთად უნდა წავიკითხოთ კონსტიტუცია, არამედ კონსტიტუცია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ. იმიტომ რომ კონსტიტუციის მთავარი არსი და აზრი მდგომარეობს იმაში, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეები ქირაობენ სწორედ ამ კონსტიტუციის მეშვეობით ჩვენს ხელისუფლებას. შესაბამისად ლოგიკურია, რომ ის ტექსტი რომლითაც იწყება კონსტიტუცია, „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“ მართლაც განხორციელდეს ჩვენ კონსტიტუციურ დოკუმენტში.
ძალა ერთობაშია, კონსტიტუცია ჩვენ გვაერთიანებს, ერთიანობა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წინაპირობაა.
გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42