"მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს"- ცესკო ელისაშვილს პასუხობს
პოლიტიკა - 18:24, 24 Aug, 2017     1817

ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„დღეს, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა მცდარი ინფორმაცია კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანდიდატმა განაცხადა, რომ, თითქოს, ცესკომ მიიღო „სრულიად უსინდისო გადაწყვეტილება“ და მას დაუწესა არაგონივრული ვადა მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებისთვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ 21 აგვისტოს ცესკომ დადგენილებით მიიღო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია, რომლის ერთადერთი მიზანია, საარჩევნო სუბიექტებს გაუმარტივოს კანონის შესაბამისად მოქმედება.

რაც შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებისა და საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადას, მას ადგენს არა ცესკო, არამედ უშუალოდ საარჩევნო კოდექსი. კოდექსის თანახმად კი, ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადაა არჩევნებამდე არაუგვიანეს 50-ე დღე, ანუ 1 სექტემბერი. ცესკომ, ასევე ზუსტად კანონზე დაყრდობით განსაზღვრა საჭირო ხელმოწერების ოდენობა 1% (თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა - 958729, ხოლო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა - 9587).

შესაბამისად, მერობის კანდიდატის განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საარჩევნო პროცესის დაზიანებისგან. ამავდროულად ჩვენი ვალია, არავის მივცეთ მცდარი განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციის შესაძლებლობა.“- აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42