უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - აღლუმში საქართველოს ეროვნული გვარდიაც მონაწილეობს (ფოტო)
პოლიტიკა - 16:24, 24 Aug, 2017     1559
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ოცეულმა კიევის ცენტრალურ გამზირზე ჩაიარა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ აღლუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით გაიგზავნა. „ქართველი სამხედროების მონაწილეობა უკრაინის დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში უკრაინელი ხალხის, უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა და ჩვენი ერთად ყოფნის გამოხატულებაა,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ქართველი სამხედროების აღლუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უკრაინაში ვიზიტი გააუქმა, რათა ატენის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირადად მიეღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტოს დელეგაციის კიევში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველ მოადგილესა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შორის შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების წარმატება ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს მთავრობას ამერიკის მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა. „აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერა მუდმივად გვექნება და ერთად გავუმკლავდებით იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე დგას,“ - განაცხადა ლელა ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42