ზურაბ ალავიძის ინფრომაციით, ბორჯომის ხეობაში შესაძლოა 100 ჰექტარზე მეტი იყოს დამწვარი
პოლიტიკა - 16:23, 24 Aug, 2017     2403

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით ამ ეტაპზე დამწვარი ტერიტორიის ზუსტი ფართობის შესახებ ცნობა არ არსებობს, თუმცა როგორც მინისტრი ვარაუდობს ეს ფართობი 100 ჰექტარზე მეტია:

“ბოლო ინფორმაცია გვაქვს ძალიან დამაიმედებელი. ახლანდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეებია, რაც აქ ვიმყოფებით, სამიდან ექვსამდე იცის ქარი, რაც აღვივებს. ველოდებით ახლა სიტუაციას, ასე თუ გაგრძელდა, ახლა რა მდგომარეობაც გვაქვს, ძალიან დამაიმედებელია. ვფიქრობთ, რომ ხვალისთვის შესაძლებელი იქნება, თუ ქარმა სასწაული არ მოახდინა კიდე, ლოკალიზებას მოვახდენთ და უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ. გაწია როგორც ავიაციამ, ისე ცოცხალმა ძალამ და ტექნიკამ. ძალიან ბევრი სტრუქტურაა ჩართული და მთებზე რკალი გვაქვს, ფაქტობრივად, მთლიანად ამ ხანძრის ტერიტორიის იმიტომ, რომ მოწყვეტილი იყოს ძირითადი ნაწილი დამწვარი ტყის, რომ იქით აღარ გავრცელდეს ხანძარი. გავიყვანეთ 10 კილომეტრამდე გზა ძალიან მაღალ მთებში, ფაქტობრივად, მიუდგომელ ადგილებში იმისათვის, რომ გაგვეცალკევებინა ხაძარი ცოცხალი ტყისგან.

დაახლოებით 1500-მდე ცოცხალი ძალა მუშაობს; მუშაობს ჩვენი ტექნიკა, დაახლოებით 60 ერთეული და 25 ერთეული არის ჩვენი მეზობლების. საკმაოდ რთულია, 45-პროცენტიან აღმართებზე გვიწევს ასვლა, იქ გზების კეთება, მანქანების ტარება და ცისტერნების მიტანა, რათა წყლით უზრუნველვყოთ მეხანძრეების და მაშველები.

გვაქვს რამდენიმე კერა და ვერტმფრენები ამუშავებენ, ინტენსიურად. ახლა ვიყავით დაზვერვაზე შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული და სტრატეგია გვაქვს, კერა-კერა ამუშავებენ ვერტმფრენები და ინტენსიურად იმუშავებენ დაღამებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ისევ და ისევ ხვალისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. ფაქტიურად დიდ ვარაუდი გვაქვს, რომ შევძლებთ ლოკალიზებას. 100 ჰექტარზე მეტია, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი ტერიტორიაა დამწვარი.”- განაცხადა ზურაბ ალავიზემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42