„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს“ - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 20:53, 23 Aug, 2017     1403

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ბორჯომში, სტიქიის ზონაში არსებული ვითარება შეაფასა.

პრემიერის განცხადებით, მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმალობაში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე არსებობს ცეცხლის რამდენიმე კერა, თუმცა, მათი ლოკალიზება მოხერხდა. მოსახლეობას კი ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება:

„მოგეხსენებათ, რომ მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაცია. როგორც ავიაციის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით, დღის მეორე ნახევარში, მიუხედავად პოზიტიური მოლოდინებისა, კლიმატური პირობები გართულდა, იყო ძლიერი ქარი, ამიტომ გააძლიერა რამდენიმე კერა, ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს, ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა, იმისათვის, რომ დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ ისევე, როგორც მთელი დღის განმავლობაში დღეს, ავიაციის მეშვეობით, ასევე შევიძინეთ გარკვეული ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის, ღამის განმავლობაში გაგრძელდება შტაბის მუშოაბა, დილით გვექნება უფრო ცხადი სურათი, ამ ეტაპზე გვაქვს ცეცხლის კერები, რომლებიც კონტროლირებადია. ძალიან ბევრი რამ არის ქარზე დამოკიდებული, ამ წუთისთვის გავრცელების საფრთხე მოსახლეობის მიმართულებით არ არსებობს, მაგრამ საჭიროა ინტენსიური მუშაობა, რათა მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე. დილამდე ვიმუშავებთ და გვექნება უფრო ცხადი სურათი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება დივერსიის ვერსიას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან თავი შეიკავა:

„ჩემი საქმე არ არის სხვადასხვა ვერსიების განხილვა, ჩემი საქმე არის ის, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში სტიქიის მინიმალიზება მოვახდინოთ“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42