„რუსი ტურისტები ხო გვჭირდება, გვიხარია და გვინდა? ხო შემოდიან ათეული ათასობით? მაშინ რატომ არ გვახსოვს ჩვენ ჩვენი ღირსება და პატრიოტიზმი? ალაგ-ალაგ გვახსოვს? მეორეც ეგება და ამ ხანძრის ერთობლივი ჩაქრობის დროს მინიმალური კონტაქტები დამყარებულიყო ამხელა უზარმაზარ მეზობელ ქვეყანასთან, რომელიც არის ოკუპანტი, „რუსთავი2“-სთვის სპეციალურად ვამბობ ამას, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენი ძალებით ხომ ხედავთ გვიჭირს ამ კატასტროფებთან გამკლავება.“- განაცხადა ადა მარშანიამ.
კითხვაზე, რამდენად ადეკვატური იქნებოდა რუსეთისთვის დახმარების თხოვნა, იმის გათვალისწინებით რომ 2008 წელს სწორედ რუსეთის მიერ იგივე ტერიტორიაზე ჩამოყრილი ბომბების გამო აღნიშნული ტყე ერთხელ უკვე დაიწვა, მარშანიამ განაცხადა, რომ ახლა ისინი დაწვას კი არა ჩაქრობას აპირებდნენ:
"მართლა ასეა დადგენილი? თუ მათ ჩამოყარეს და მათ დაწვეს, ახლა ხომ უნდათ რომ დაგვეხმარონ, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ წელს უკვე კი არ ჩამოეყარათ და დაეწვათ, არამედ ჩაექროთ“- განაცხადა ადა მარშანიამ
სხვა ინტერვიუში ადა მარშანიამ რუსული გამოთქმაც მოიშველია:
"ეგება და, ამ ხანძარმა, ხომ არის ასეთი რუსული ცნობილი გამოთქმა - Нет худа без добра, ეგება და, ამ ხანძრის მეშვეობით, ისეთ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით, ახლაც არის ამის საშუალება ჯერჯერობით... ნუთუ კიდევ დაგვჭირდება დახმარება მეზობელი ქვეყნის, რომელსაც მართლაც რომ შთამბეჭდავი ტექნინკა და საშუალებებო აქვს ამ მხრივ"- აღნიშნა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






