ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია
პოლიტიკა - 15:43, 23 Aug, 2017     1881

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში არებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს:

„ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის განმავლობაში ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის ადგილზე 6 ვეტმფრენი მუშაობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 120-მდე მეტყევე, 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ბელორუსიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც.

„ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა, რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდგომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო დაუყონებლივ დაიწყებს ტერიტორიის შესწავლას, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება განსახორციელებელი ღონისძიებები“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42