ბორჯომის ტყე-პარკის აღსადგენად შესაძლოა სპეციალური ფონდი შეიქმნას
პოლიტიკა - 13:32, 23 Aug, 2017     1692
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან მუშაობას გააგრძელებს მანამდე, სანამ ცეცხლი სრულად არ ჩაქვრება. კვირიკაშვილის განცხადებით, ხანძრის დამარცხების მეორე დღიდანვე დაიწყება ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაზე მუშაობა, პრემიერი არ გამორიცხავს რომ ამისთვის შესაძლოა სპეციალური ფონდიც კი შეიქმნას. მთავრობის მეთაურმა გაწეული დახმარებისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც ადგილობრი მოსახლეობას, ასევე მეგობარ ქვეყნებსაც:

„ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ჩვენმა ჯარისკაცებმა მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს, დილის 5 საათისთვის კი მოხდა მთლიანად ლოკალიზება, შემდეგ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით, საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი არის გაცილებით შემცირებული, თუმცა რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებით რთულია წაღვერის და ტიმოთეს უბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. დღეს, ამ წუთას, მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ზუსტად ამ კერაზე ხდება, რათა საღამოსთვის ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ცეცხლი. მოგეხსენებათ ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ. რა თქმა უნდა აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ამ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 24 საათის განმავლობაში, რამდენიმე დღის მანძილზე, ძალიან ბევრი იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებმაც უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აუცილებელი აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ბელორუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას, ასევე მძიმე ტექნიკას. ასევე უნდა ვთქვა, რომ ყოველ წუთს მოდის დახმარების შემოთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად უცილებლად დავამარცხებთ. შტაბი აგრძელებს 24 საათის განმავლობაში მუშაობას, ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის რომ ცეცხლი ბოლომდე ჩავაქროთ. სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება შტაბი გააგრძელებს დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობას. ჩვენ ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. უნდა შევიმუშაოთ ტყის აღდგენის პროგრამა. რომლის შემუშავებაში ჩავრთავთ ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებას, დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს. უნდა შეიქნას ფონდიც, სადაც მოზიდული იქნება ყველა საჭირო რესურსი, აუცილებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად. უკვე გამოითქვა არაერთი კერძო ინიციატივა ტყის საფარის აღდგენის მიმართულებით, რაც მისასალმებელია. როგორც ერთად ვამარცხებთ სტიქიას, ასევე ერთად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42