"ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს"- პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაშია
პოლიტიკა - 12:07, 23 Aug, 2017     2400
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგანგებო შტაბის წევრებმა მიაწოდეს.
გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ცეცხლის პირისპირ იბრძვის ხანძრის ჩასაქრობად და შეიარაღებულ ძალებს ატენის ხეობაში კოორდინირებული მუშაობისა და ხანძრის ლოკალიზებისათვის.
"სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ მრავალ ადგილას ჩნდებოდა კერები. ამ რთულ მომენტში დავინახეთ რამდენი ესეთი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელარუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგანაც.
ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, ამ მომენტში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა.
დიდი მადლობა ჩვენ ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა.
მიმდინარეობს ახალი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა აუცილებელია, ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები.
ამ წუთებში ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე დამუშავებას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება.
როდესაც არის პრობლემა ყველა ვერთიანდებით პრობლემის გადასაწყვეტად, როდესაც ყველა ერთად გადავწყვეტთ პრობლემას, მერე ვიწყებთ კითხვების დასმას“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42