"ეპიცენტრი არის მთა, ვიყავით ზემოთ ასული... ნებისმიერი მოხალისე პოტენციური მსხვერპლია" - ბორჯომიდან დაბრუნებული მოხალისე
სოც.მედია - 11:31, 23 Aug, 2017     4264

ბორჯომის ხეობაში , სტიქიასთან ბრძოლის სურვილი სოციალურ ქსელში ბევრმა გამოთქვა, თუმცა რელიეფის სირთულისა და ხანძრის სიმძლავრის გამო, მთავრობამ მათ დამხარების საჭიროებაზე უარი განაცხადა.

22 აგვისტოს, სტიქიის ზონიდან დაბრუნებული მოხალისე ნიკა კოდუა სოციალურ ქსელში სტიქიის ეპიცენტრში არსებული ვითარების შესახებ დაწერა და მოხალისეებს ურჩია, სახლში დარჩნენ, რადგან ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო, მათ მეხანძრე/მაშველებისთვის მხოლოდ პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

“მოკლედ ბორჯომიდან ჩამოვედი ამ წამს ,მოხალისედ ვიყავი წასული 6 ჩემთვის უცნობ ადამიანთან, მაგრამ ძალიან მაგარ ქართველ ვაჟკაცთან ერთად. ხოდა ვისაც გიწერიათ სტატუსზე "მოხალისებს არ გვიშვებენ ამათ დედას შევეციო, დებილები არიანო ჩვენით უნდა მივხედოთ ბორჯომსო ჩამოდით ყველაო" ღირსები ხართ სუყველას მოგცენ ლაფატკა ხელში და გაგიშვან ზემოთ კერა ჩააქრეო..... ვიყავით ზემოთ ასული ძალიან დიდი ხვეწნა მუდარის და რამე მაინც გაგვაკეთებინეთ, თბილისიდან ჩამოვედით მონაწილეობის მიღება გვინდა რაღაცით მაინც რო დაგეხმაროთ - ძახილის შემდეგ, ყველა სრულწლოვანი ვართ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლების შემდეგ, ვერა და ვერ რო ვერ მოგვიშორეს თავიდან, კარგი წყალი უნდა ავუტანოთო და თქვენც წამოხვალთო. რამდენიმე სამხედროსთან ერთად ავედით მთაზე სადაც კერას აქრობენ განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის ბიჭები (გ.დ.დ) წყლის ასატანად. იქ ისეთი რაღაც ხდება ზემოთ არც ჯობს რომ ნახოთ. ამ რაღაც სურათებს რო უყურებთ ფბ-ზე დაბლობზე გადაღებულს სადაც მორი ჩამოგორდა და ვიღაცები ლაივებს რთავენ არის უბრალოდ მათხოვრული პიარის ასამაღლებელი შეთითხნილი სურათები და ვიდეოები. ვითომ გმირობანას თამაში და არიქა ყველა ჩამოდით ერთად დავდგეთო.... რეალური სურათი სულ სხვააა...

ადგილი რომელიც არის ეპიცენტრი არის მთა და ის არის მთლიანად მდელოდ ქცეული, არ არის არანაირი ხე დარჩენილი რო ხელით მოეჭიდო თუ დაგიცურდა ფეხი, დაცურების შანსი არის დიდი რადგან 100 გრადუსიანია მთა (დილეტანტური შეფასებით) და ქვიშა სრიალებს. დგას საშინელი კვამლი და ამ კვამლს ქარი ამოძრავებს წინ და უკან. ნებისმიერი მოხალისე პოტენციალური მსხვერპლია. იქ ვერავის დაეხმარებით, მარტო ხელს შეუშლით ნუ აყვებით ფსევდოპატრიოტულ შეძახილებს... ვერც ლაფატკას მოიქნევთ, ვერც საჭმელს აიტანთ, ვერაფერს ვერ იზამთ იმიტომ რომ არ გამოდის, არ ხერხდება. რასაც იზამთ ეს არის - შეუშლით ხელს ისე როგორც შევუშალე პირადად მე, იმიტომ რომ მოხალისების ადგილი ზემოთ არ არის!! ... არავის იქ არ აგიშვებენ და ამით თქვენ გიცავენ, გაიგეთ როგორმე. არ არი საჭირო ამდენი აგრესიული სტატუსი. მობილიზებული ყავთ ყველაფერი რაც გააჩნია ამ ქვეყანას, თავს ზემოთ ძალა არ არის. რასაც კი წარმოიდგენთ, რაც კი რამე დეპარტამენტი გაგიგიათ რაც გვყავს ყველაფერი იქააა, მზადყოფნაშია ჯარიც. არ სჭირდებათ მოხალისები, რომლებიც ქმნიან მხოლოდ დაბრკოლებებს. ვინც მთაზეა ასული და კერას აქრობს არის ყველა გმირი. თითოეულ მათგანს მე პირადად მივიჩნევ ამ ქვეყნის გმირად. ეს ბიჭები ძალიან დიდ კვამლში, რომელიც რას შვება თეორიულად მაინც ხო იცით, მშიერ მწყურვალი ამ სიცხეში ურტყამენ ლაფატკას ცეცხლს რომ ჩაქვრეს და დგანან მთაზე რომლიდანაც შეიძლება ფეხი დაუცურდეთ და ნუ გაუხდით კიდევ ზედმეტ საზრუნავს თქვენ თავებს.. დამიჯერეთ, ზემოთ ხდება საშინელება და მოხალისეებს გირჩევთ ჩამოხვიდეთ თბილისში და აცადოთ კომპეტენტურ ხალხს მუშაობა. თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას და დაელოდოთ შედეგს. ძნელია მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. , მეორე ასვლის მოლოდინში ვისხედით და ვუცდიდით ბრაძნებას, რომ ისევ აგვიშვებდნენ წყლის ასატანად ან რამე მსგავსის, მაგრამ ქარმა დაუბერა და თავიდან გააჩინა ცეცხლი, კვამლი მოედო ყველაფერს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ერთი ეკიპაჟის მთაში დატოვება რადგან ვერაფერს ვეღარ ხედავდნენ. წარმოიდგინეთ ახლა ეკიპაჟის მაგივრად რომ მოხალისეთა ჯგუფის ლოკაციაზე დაუბეროს ქარმა, ეგრევე გვაქვს მსხვერპლი იმიტომ რომ დაცურდებით მთიდან...არაადამიანურად ცხელა და ჭირს იქ მთაზე წონასწორობის შენარჩუნება მოხალისესთვის კვამლში, როცა არ ხარ მჩვეული მთაზე ძრომიალს მითუმეთეს ასეთ პირობებში.. შესაბამისად ჩვენი ჯგუფიც აღარ აუშვეს, რადგან იყო უკიდურესად საშიში. უბრალოდ კომპიუტერიდან გიძნელდებათ წარმოდგენა რას ნიშნავს მაგ სიმახლეზე კვამლში დგომა, არც პირბადე გიშველით არც ბენდენა არც კაშნე და არც არაფერი. მაგრამ შორიდან ძნელია ამის გააზრება და პატრიოტიზმიც ჰყივის მაგიტომ ხართ ასე მონდომებული ასვლაზე, მესმის და ზუსტად ასე ვიყავი მეც... მაგრამ ეს არაა ის მომენტი როდესაც მოხალისები საჭიროებენ საქმეში ჩართვას... მუშაობს ერთი ქართული ვერტმფრენი და ერთი აზერბაიჯანული. აზერების პილოტს რავიცი იმხელა მადლობა ეკუთვნის რომ მეტი არ არსებობს. გეგონება თავის საკუთარ სახლს აქრობდეს ისე კარგად მუშაობს. საწვავით მოამარაგა ვისოლმა. რაც გვაქვს ქვეყანას არი ყველაფერი იქ და დამშვიდდით მოსახლეობამდე ცეცხლი ვერ ჩამოვა. ბიჭები თავგანწირვით ცდილობენ ამ ყველაფრის პრევენციას, რაც ჯერ-ჯერობით გამოსდით! რა თქმა უნდა სირცხვილია , რომ 21-ე საუკუნეში ქვეყანას ჰყავს მხოლოდ 1 ვერტმფრენი და ტექნიკის როლის შესულება უწევს ცოცხალ ძალას, პოლიციას, განსაკუთრებული დავალების დეპარტამენტს და ა.შ. ეს ბოლო ფაქტი მაგრად ტეხავს მაგრამ არც ამის განხვილას აქვს ახლა რაიმე აზრი... ცეცხლი არ ქვრება და ამას მოხალისეები ვერაფერს უშველით თქვენი იქ ყოფნით... თუ მეზობელი ქვეყნები გამოყოფენ კიდევ ვერტმფრენებს რაღაც იქნება, რადგან 2 ვერტმფრენი ძალიან ცოტაა ამ ყველაფრის მოსაგვარებლად. ქარი ყოველ დაბერვაზე თავიდან აჩენს ცეცხლს, რომელიც სხვადასხვა ფერდობზე გადადის.... მოხალისეებს დახმარება თუ გინდათ მაქსიმუმ რაც შეგიძლიათ ქნათ ""ილოცეთ რომ იწვიმოს."" შეეშვით უაზრო სტატუსების წერას. აცადეთ ხალხს გააკეთონ თავიანთი საქმე, ვინც მიცნობთ მენდეთ სიტყვაზე , რომ ყველა მთაზე მყოფი თავდაუზოგავად მუშაობს ცეცხლის ჩასაქრობად.
p.s კომენტარში ცოტა გვიან დავდებ იმის ვიდეოს რაც ჩანს ზემოდან რომ მიხვდეთ სად გინდათ ასვლა და რასთან გაქვთ საქმე მოხალისეებო" - წერს ნიკა კოდუა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42