საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ბორჯომის ხეობაში ხელოვნურად გაჩნდა, შესაძლოა აღნიშნულ ფაქტს დივერსიის კვალიფიკაციაც მიეცეს.
გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნულის შესახებ დღეს დილით გამართული თათბირის შემდეგ განაცხადა:
„ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით, 5 ვერტმფრენი მუშაობს ისევ, ბელორუსების ვერტმფრენი უკვე კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და შემოგვიერთდება, ასევე შემოგვიერთდნენ ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თავისი ტექნიკით, რაც მთავარია ბუნებრივი პირობები ხელს გვიწყობს, იმედიანად ვართ, თვითმფრინავმა ერთი შემოფრენა გააკეთა, ის წავიდა წყლის შესავსებად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე, როგორც ჯერ ვერ გეტყვით რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა, ხანძრის სრული ლიკვიდაცია რომ მოხდება, შემდეგ შეგვეძლება ამაზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
კითხვაზე გამორიცხავს თუ არა გიორგი მღებრიშვილი იმ ფაქტს, რომ ხანძრის კერის გაჩენა ხელოვნურად მოხდა, შს მინისტრის აცხადებს, რომ იგი, როგორც პოლიციელი არაფერს გამორიცხავს:
„მე, როგორც პოლიციელი არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“, - დასძინა მრებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






