„ვმუშაობთ სრული დატვირთვით. ისევ 5 ვერტმფრენია პროცესში ჩართული. ბელორუსული ვერტმფრენიც უკვე კოპიტნარშია. დაიმატებს საწვავს და შემოგვიერთდება. შემოგვიერდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თავიანთი ტექნიკით. აზერბაიჯანის მხრიდან არის 11 ერთეული ტექნიკა ჩამოყვანილი, 13 ერთეული კი სომხეთიდან. აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. იმედიანად ვართ და კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს ეფექტურად მუშაობისთვის. თვითმფრინავმა ერთი შემოფრენა უკვე გააკეთა. ის დაბრუნდა წყლის ასავსებად. კოორდინატებს ჩვენ ხმელეთიდან ვაწვდით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრობლემები ამ ეტაპზე, ღმერთის წყალობით, არ გვაქვს “, - განაცხადა მღებრიშვილმა საველე ოპერაციების ცენტრში.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მინისტრი დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს. არსებობს თუ არა დივერსიის შესაძლებლობა - მღებრიშვილი მომხარში არაფერს გამორიცხავს.
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით. ასევე ვერ გეტყვით, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, რადგან დიდი დაკვამლიანებაა. როცა სრული ლიკვიდაცია მოხდება, შემდეგ შეგვეძლება ამ დეტალებზე საუბარი“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






