უმორჩილესი თხოვნა!!!
(თუ ეთანხმებით, გაითვალისწინეთ და გაავრცელეთ) -
ნუღარ მოიხსენიებთ ამ მოღალატეებსა და საშოვარზე მოსულ ბოროტმოქმედებს, როგორც "უნიათოებს", "უუნაროებს", "უსუსურებს", "რეგვენებს", "ტლუებს", "სულელებს", "იდიოტებს", "შტერებს" ა ა.შ.!
ამით თქვენ უნებლიეთ ამსუბუქებთ მათ დანაშაულებს , ერთგვარ თანაგრძნობას იწვევთ მათ მიმართ ("სულელია, რა ქნას") და, შესაბამისად, ახანგრძლივებთ ამ ბნელი ძალის პოლიტიკურ არსებობას...
ჰკითხეთ თქვენ თავს -
ნუთუ ბედუკაძე, რომელმაც ქვეყანა თავზე დაგვამხო და ამისთვის რუსეთში დაჯილდოვდა, "უუნაროა"?
ნუთუ ადამიანი, რომელმაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცში ქვევრში ჩაახრჩო, "უნიათოა"?
ნუთუ სპეცოპარაცია "კოდორი 2007"-ის ბიჭები ვინც ჩახოცა, ოდენ "ტლუები და რეგვენები" არიან?
ნუთუ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელი "სულელია"?
ნუთუ მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ პუტინი მტერი არაა, უბრალოდ "იდიოტია"?!
ნუთუ მინდია ჯანელიძე, რომელიც იმაში იღებს მილიონებს, რომ ხანძრებს აქრობდეს და წყალდიდობების დროს ადამიანების გადარჩენაზე ზრუნავდეს (მაგრამ ამის ნაცვლად, რუსებს საიდუმლო ინფორმაციებს აწვდის, ხოლო სააკაშვილის შემოყვანილ სამაშველო ვერტმფრენებს ივანიშვილების ოჯახს ახმარს), უბრალოდ "არარაობაა"?!
რა გვჭირს?!
ვის რაში აინტერესებს, ორჯონიკიძე და ყორღანაშვილი "შტერები" იყვნენ თუ მაღალი IQ-ს მატარებლები? ისინი ჩვენი ქვეყნის მტრები იყნენ, რისთვისაც მარადიული, კეთილშობილი სიძულვილი დაიმსახურეს.
ზუსტად იგივეა ივანიშვილი და მისი მონები, რომლებსაც ბედის ირონიითა და ჩვენივე უუნარობით - სწორედაც რომ, უუნარობით - დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰქვია.
მასალის გამოყენების პირობები






