,,ხვალ დილისთვის 50-მდე ცეცხლმაქრები გვეყოლება, ჩაერთვება ავიაცია, დამატებით ცოცხალი ძალა“ - ზურაბ ალავიძე
პოლიტიკა - 23:04, 22 Aug, 2017     3007
პრემიერმინისტრთან თათბირის შესახებ დეტალებზე ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ზურაბ ალავიძის თქმით, სიტუაცია გაცილებით უკეთესია ბორჯომის ხებაში, ვიდრე ეს იყო გუშინ. მისი თქმით, პრემიერმა დავალებები მისცა შტაბის წევრებს, თუ რა დავალებები უნდა ჩატარდეს ხანძრის ლიკვიდაციისთვის.

,,ეს თათბირი იყო იმასთან დაკავშირებით, დილის 6 საათამდე რა უნდა გაავკეთოთ, გავანაწილეთ მძიმე ტექნიკა, ასევე სახანძრო ძალა. სიტუაცია გაცილებით უკეთესია ვიდრე ეს იყო შუადღეს და გუშინ ღამე, მოსახლეობას არ ემუქრება ხანძრის გავრცელება, მოსახლეობის თავზე, სრულ პერიმეტრზე ეს ტექნიკა. დილით გვექნება კიდევ თათბირი და დავგეგმავთ მთელი დღის განვალობაში, როგორ ვიმუშაოთ. ტექნიკა არის საკმარისი, ხვალ დილისთვის 50-მდე ცეცხლმაქრები გვეყოლება, მეხანძრეებთან და სხვა უწყებებთან ერთად, ჩაერთვება ავიაცია, დამატებით ცოცხალი ძალა ჩამოვიყვანეთ.

ვერსიები რა შეიძლება ყოფილიყო ხანძრის მიზეზი, სამართლდამცავების მხრიდან ვერსიები არ მოგვისმენია, არ გვქონდა მაგის დრო“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ჯარის დახმარება მოხდება.

ზურაბ ალავიძემ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

,,ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ, დაიწყო ნადირობის სეზონი და მოსახლეობას მინდა მოვუწოდოთ, რომ ვიყოთ ფრთხილად, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ასეთი ერთდროული სტიქიები მძიმეა ასეთი ქვეყნისთვის“ - განაცხადა ალავიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ზარალის ოდენობის დათვლა ნაადრევია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42