პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, ხურჩაში ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნება
პოლიტიკა - 19:35, 22 Aug, 2017     1043
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, შიდა ქართლის მსგავსად, ოკუპაციის მუზეუმები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივაც გაიხსნება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ხურჩაში გამართული შეხვედრისას განაცხადა. გიორგი აბაშიშვილმა ხურჩაში სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული ბიბლიოთეკა მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკარები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" ჩაერთნენ.
"დღეს ვესტუმრეთ ხურჩაში სოფლის ბიბლიოთეკას, რომელიც დაფინანსდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და არამხოლოდ ხურჩის ბიბლიოთეკა, არამედ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ 6 ბიბლიოთეკის აღჭურვა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ბიბლიოთეკარებს, რომლებიც ასევე ჩაერთნენ პროექტში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად". ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავგეგმეთ სხვადასხვა ტიპის ინიციატივები, როგორც შიდა ქართლში, ასევე სამეგრელოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიხსნება ოკუპაციის მუზეუმები და პირველი ოკუპაციის მუზეუმი, დღეს შევთანხმდით, რომ იქნება სწორედ სოფელ ხურჩაში", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
დღესვე გიორგი აბაშიშვილი ზუგდიდში საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. საზაფხულო სკოლა 5 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან წარჩინებულ სტუდენტებს აერთიანებს. პროექტი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42