,,თქვენ ცდილობთ, სასურველ ფორმატში პარტიებთან კომუნიკაციას და კონსენსუსის იმიტირებას“ - 11 პარტიის წერილი ხელისუფლებას
პოლიტიკა - 18:20, 22 Aug, 2017     893
გუშინ 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთა შორისაა საპარლამენტო პარტიები, ხელისუფლების ლიდერს არჩილ თალაკვაძეს საკუთარი წინადადებები გადაუგზავნეს, რომლის გათვალისწინებასაც ისინი საკონსტიტუციო რეფორმაში პრინციპულად მიიჩნევენ.

როგორც პარტიების ერთობლივ დოკუმენტშია აღნიშნული, ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების სამართლიან გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევას. პოლიტიკური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.

11 პოლიტიკური პარტია ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში მკაფიოდ აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ცდილობს, მისთვის სასურველ ფორმატში წარმართოს პარტიებთან კომუნიკაცია, რაც მიზნად ისახავს, მათი მხრიდან კონსენსუსის იმიტაციას.

,,მიუხედავად ჩვენს მიერ გამოხატული ზემოხსენებული, სრულიად ლოგიკური და მკაფიო პოზიციისა, თქვენ ცდილობთ გვერდი აუაროთ მას და თქვენთვის სასურველ ფორმატში წარმართოთ ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაცია, რათა შეძლოთ ან ოპოზიციასთან კონსესუსის მიღწევის იმიტირება, ან ისეთი ყალბი სურათის შექმნა, თითქოს ოპოზიციური ძალები უარს ვამბობდეთ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსესუსის მისაღწევად დიალოგზე, რითაც შეეცდებით „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის თვითნებურად და ერთპიროვნულად მიღების გამართლებას.

წინამდებარე წერილზე ხელმომწერი საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მივმართავთ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საკითხს და გაითვალისწინოს, რომ რამდენიმე, მცირე პოლიტიკური წონის მქონე პარტიასთან, მაჟორიტარულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში საარჩევნო ბარიერის თუ ბლოკების საკითხზე მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა ვერ დააკმაყოფილებს კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კონსესუსის მინიმალურ სტანდარტს და სრული პასუხისმგებლობა კონსტიტუციის ასე ერთპიროვნულად მიღების მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42