,,ხელისუფლებას თუ სურს კონსტიტუციის იმიტაცია, მაშინ მასთან ის პარტიები დასხდებიან, რომლებიც იმიტაციაში შეუწყობენ ხელს“ - შავგულიძე
პოლიტიკა - 18:03, 22 Aug, 2017     1084
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლებასთან კონსენსუსის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. შავგულიძის თქმით ის პარტიები, რომლებიც ძირითადი პრინციპების დათმობის სანაცვლოდ ხელსუფლების მზრიდან წამოსულ წინადადებებს დათანხმდებიან, ხელს შეუწყობენ იმას, რომ მმართველმა გუნდმა კონსენსუსის იმიტაცია შექმნას და ერთპიროვნული კონსტიტუცია მიიღოს:

“გამოდის რომ ხელისუფლებას მის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ კონსტიტუციურ კანონზე სურს მიაღწიოს რაღაც კონსენსუსის იმიტაციას, ვინაიდან არავის არსად არც კი უფიქრია ისეთ კონსესუსზე და არ უმსჯელია, რომ შენარჩუნებული იქნებოდა მაჟორიტარულ-პროპორციული შერეული სისტემა. აქედან გამომდინარე თუ ხელისუფლებას მართლაც სურს კონსენსუსის მიღწევა, ის უნდა დაუბრუნდეს ამას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავსხდებით მაგიდასთან, თუ სურს კონსტიტუციის იმიტაციის შექმნა, მაშინ მასთან დასხდებიან სალაპარაკოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებას ხელს შეუწყობენ კონსენსუსის იმიტაცია შექმნას“- განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისათვის, გუშინ 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთა შორისაა საპარლამენტო პარტიები, ხელისუფლების ლიდერს არჩილ თალაკვაძეს საკუთარი წინადადებები გადაუგზავნეს, რომლის გათვალისწინებასაც ისინი საკონსტიტუციო რეფორმაში პრინციპულად მიიჩნევენ.

როგორც 11 პარტიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების სამართლიან გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევას. პოლიტიკური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42