როგორც წერილშია აღნიშნული პარტიები ხელისუფლებას 4-პუნქტიანი მოთხოვნით მიმართავენ.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე საცხადებს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ სიტუაცია აჭრა, რომელსაც სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები აყვნენ. კაციტაძის თქმით, მათ არ სურთ ხელისუფლებასთან დიალოგი შედგეს.
„როგორც კი შემოვიდა პოზიცია ოპოზიციაში, კვალიფიციური ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს გარედან, ანუ საპარლამენტო ოპოზიციიდან, იმ წუთში მეტნაკლებად აიჭრა სიტუაცია. იმიტომ, რომ საპარლამენტო ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს, იქნება თუ არა ბლოკები, აბსოლუტურად არ აინტერესებს ბარიერი მაღალი იქნება, დაბალი იქნება თუ რა იქნება, უფრო მეტიც, მე ვამჩნევ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს და არ უნდა, რომ მოლაპარაკებები შედგეს ხელისუფლებასთან, ეს არის მოცემულობა და მის ორბიტაზე ტრიალებენ გარკვეული ოპოზიციური ორგანიზაციები, რომლებიც ამ პოლიტიკურ მიდგომას აყვნენ“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
როგორც 11 პარტიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიცია კონსენსუსის მიღწევისთვის დიალოგის დასაწყებად აუცილებელ პირობად მიიჩნევს, 2020 წელს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, მანდატების სამართლიან გადანაწილების პრინციპს და პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი წესით არჩევას. პოლიტიკური პარტიები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნების” მხრიდან პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, მზად არიან შევიდნენ დიალოგში საკონსტიტუტციო რეფორმის სხვა საკითხებთან დაკავშრებით.
მასალის გამოყენების პირობები






