საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში 146-ე საჯარო სკოლის მასწავლებლისა და მოსწავლეების ვიზიტს ეხმაურება. მინისტრის თქმით, ფაქტი არის აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება სკოლის, მასწავლებლების, ადმინისტრაციის და ოჯახების მხრიდან.
”ძალიან სამწუხაროა, რომ შეიძლება სკოლის მასწავლებელმა, სკოლის ადმინისტრატორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. პირველ რიგში, პრინციპულია, რომ ჩვენ ვგმობთ ყირიმში ოკუპაციას და მიგვაჩნია, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს ნებისმიერმა მასწავლებელმა და ნებისმიერმა დირექტორმა ამ მიმართულებით. ჩვენ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. მინიმუმ ძალიან არასწორ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, მაქსიმუმ - ბოროტ განზრახვასთან. დაისჯება ყველა, ვისი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება ასეთ წინდაუხედავ გადაწყვეტილებაში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






