ირინა სავიცკა საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს - ,,უკრაინელი ოპოზიციონერის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“
პოლიტიკა - 15:16, 22 Aug, 2017     1285

ირინა სავიცკა - უკრაინის მოქალაქე, რომელიც უკრაინის ძალოვანი უწყებების მოთხოვნით, საქართველოში დააკავეს. სავიცკას საკითხზე დღეს „ჯეპრას კომპეტენციის ცენტრში“ მისმა უკრაინელმა და ქართველმა უფლებადამცველებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტებს საქმის ვითარებასა და სამართალწარმოებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ირინა სავიცკა საქართველოში უკრაინული კომპანიების ჯგუფის S.Group-ის ბუღალტრად მუშაობდა, მარტოხელა დედა, რომელსაც 13 წლის შვილი ჰყავს და რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა, საქართველოს ხელისუფლებამ დააკავა ფალსიფიცირებული ეჭვის საფუძველზე, ეჭვის, როემელიც უკრაინაში დასახელდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე შპს „სნეკ ექსპორტის“ გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ბელიმ განაცხადა, რომ საქართველოდან სავეცკას უკრაინაში დეპორტაციის შემთხვევაში ქალბატონის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, რადგან მის წინააღმდეგ არსებული საქმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაზე ზეწოლის ნაწილია. ბელიმ განაცხადა, რომ სავეცკა მისი თანამებრძოლია და თავად მასზე, არაერთხელ განხორციელებულა ზეწოლა, უფრო მეტიც, ბელი გაიტაცეს და მას არა ერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენეს:

„ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას რათა არ მოხდეს ირინას ექსტრადაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნება. იგი ძალიან აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიცურ აქტივობებში, ამიტომ მისი დაკავება საქართველოში არის ამ ყოველივეს ნაწილი. ირინა ჩემი თანამოაზრეა, მსურს განვაცხადო, რომ არა ერთხელ განხორციელებულა ზეწოლა ჩემზე, გამიტაცეს და მომაყენეს ფიზიკური დაზიანებები, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ ერთ ჩემს თანაგუნდელს“, - აღნიშნა ბელიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ირინა სავეცკამ, როგორც კომპანიის ბუღალტერმა კომპანიის დირექტორთან ერთად სასამართლოს სარჩელით მიმართა და სხვა კომპანიისგან დავალიანების ამოღება მოითხოვა. სასამართლომ ეს სარჩელი მოთხოვნა დააკმაყოფილა. სავეცკას ქართველი ადვოკატის განცხადებით, უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა აღნიშნული ქმედება შეაფასეს, როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობად, რაც ადვოკატების განცხადებით არავითარ სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება:

„ის დანაშაული, რომელსაც უკრაინის პროკურატურა ედავება ირინა სავეცკას, შინაარსობრივი თვალსაზრისით არის სამართლებრივად აბსურდული. ბრალდების შინაარსი მდგომარეობს შემდეგში, ირინი სავეცკას ბრალად ედება, რომ კომპანიის დირექტორთან ერთად შესაბამის სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ მეორე კომპანიისგან მომხდარიყო სასამართლოს გზით არსებული დავალიანების ამოღება, ეს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება, უკრაინის პროკურატურის მიერ შეფასებულია, როგორც კომპანიის ქონების მითვისების მცდელობა. აღნიშნული სამართლებრივად აბსურდული ბრალდების საფუძველზე არის შეკერილი სისხლის სამართლის საქმე, რომლის საფუძველზეც ეს ქალბატონი ორწლიანი ლოდინის შემდეგ დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე“, - აღნიშნავს გიორგი კონდხიშვილი.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დაკავებულის არასრულწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ გააჩნიათ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბავშვი იმყოფება უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში და მას სპეციალისტის დახმარება სჭირდება. აღნიშნული გახდება საფუძველი იმისა, რომ ადვოკატები დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავენ რამდენიმე დღეში სასსამართლოს:

„ქალბატონს, რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, 13 წლის ბიჭი, რომელიც სწავლობს საქართველოში, ამ ქალბატონს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა სასამართლოს მიერ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეს ადამიანი უნდა იჯდეს ციხეში და დაელოდოს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი მცირეწლოვანი შვილი იმყოფება უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, ამის ექსპერტიზის დასკვნაც გაგვაჩნია, საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას, ჩვენ უახლოეს პერიოდში მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მოხდეს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლა.

დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები გაითვალისწინებენ ყველა იმ ასპექტს, რაც შესაძლოა მოჰყვეს ირინა სავეცკას ექსტრადირებას უკრაინაში. რამდენიმე დღის წინ მივმართეთ საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს და მოვითხოვეთ თავშესაფარი, ვინაიდან აშკარაა, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ასევე აშკარაა რომ აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური კონტექსტი ახლავს. დღეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რომ ეს ქალბატონი იმყოფებოდეს პატიმრობაში, ყველანაირი საფუძველი ჰქონდა როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს და შემდგომში სააპელაციო სასამართლოს, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი მოთხოვნები და გამოეყენებინა არასაპატიმრო სანქცია, იმედი გვაქვს რომ სასამართლო და შესაბამისი ორგანოები გაითვალისწინებენ იმ უამრავ მტკიცებულებებს, რომლებიც ჩვენს მიერ არის წარდგენილი და საექსტრადაციო პროცედურის დასრულებამდე მას მიეცემა საშუალება, თავისუფლებაში დაიცვას საკუთარი უფლებები“, - აღნიშნავს გიორგი კონდახიშვილი.

მისივე თქმით ამ ეტაპზე საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია:

„ექსტრადიციის პროცედურა დასკვნით ეტაპზეა, მრავალთვიანი პროცედურაა და ძალიან ხანგრძლივი. ვინაიდან საქართველოს პროკურატურას უკრაინის პროკურატურისგან შესაბამისი დოკუმენტებიც კი არ აქვს მიღებული, მას შემდეგ რაც ეს დოკუმენტაცია იქნება მიღებული, დარწმუნებული ვარ საქართველოს პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას კანონიერად და საერთოდ არ მიმართავს სასამართლოს ექსტრადიციის საკითხზე“, - განმარტავს დაკავებულის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

სავიცკას უკრაინელი ადვოკატი საუბრობს უკრაინის ძალოვანი უწყებების მხრიდან იმ კანონდარღვევებზე, რაც აღნიშნულ საქმესთან მიმართებით იკვეთება, ასევე აცხადებს, რომ უკრაინის რადას 10-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებას მიმართა ოფიციალური წერილით, სადაც საუბარია იმაზე, რომ სავიცკას საქმე პოლიტიკური თამაშის ნაწილია:

„მთელი ჩემი პრაქტიკის განმავლობაშსი არასდროს შევხედრივარ მსგავს დარღვევებს უკრაინის ძალოვანი უწყებებისგან. ირინა სავიცკას ადვოკატი ვარ საქმის დასაწყისიდანვე. იმედენად დიდი სურვილი აქვთ უკრაინის პოლიციასა და პროკურატურას რომ მოახდინონ სავიცკას ექსტრადირება და ჩასვან ციხეში, თითქოს იგი არის ყველაზე დიდი კრიმინალი მთელს უკრაინაში, თითქოს უკრაინაში უფრო მნიშვნელოვანი კანონდარღვევები და პრობლემები არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეს საქმე საკუთარ თავზე გენერალურმა პროკურატურამ აიღო და სხვა გაცილებით რთულ საქმეებზე წინ დააყენა. თავდაპირველად ვერ ვიგებდი რაში იყო საქმე, ახლა უკვე მესმის, ეს განიხილება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ჭრილში“, - განაცხადა სავიცკას უკრაინელმა ადვოკატმა რუსლან კაპრანიმ.

ადვოკატის განცხადებით, სავიცკას დაკავების შემდეგ საქართველოში უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლობა ჩამოვიდა და დაკავებულთან ადვოკატის დასწრების გარეშე გარკვეული მოლაპარაკებების წარმოება სცადეს, თუმცა, სავიცკამ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

სასამართომ ირინა სავიცკას აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ადვოკატები 30 სექტემბერს გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.

უფლებადამცველების განცხადებით, უკრაინის რადას დეპუტატებმა მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს და სახალხო დამცველს, წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ ირინა სავიცკა არის პოლიტიკური მძევალი უკრაინის რთული პოლიტიკური ვითარებისა. არსებული საქმე მის მიმართ კი არის დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რათა მოხდეს მისი საშუალებით ზეწოლა უკრაინულ ოპოზიციურ ძალებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42