„შტაბის ყველა კომპონენტი მუშაობს კოორდინირებულად, უნდა ითქვას რომ მუშაობა დაიწყო 2 დღის წინ გუშინ ცეცხლი ჩამქვრალი იყო, შემდეგ ამოვარდნილმა ქარმა ახლიდან გააღვივა. შეგვიძლია ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რა თქმა უნდა რამდენად სწრაფად მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებები, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანიდა, ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ხოლო ვერტმფრენი მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ცოტა ხანში ჩაერთვება სახანძრო ოპერაციებში, ასევე დღეს დღის ბოლოს ჩამოფრინდება, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, მიუხედვად იმისა, რომ დღეს მათაც აქვთ პრობლემა, ეს გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო. მე მინდა ასევე ვთქვა რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და საკმაოდ დიდი ეკიპაჟები უკვე გზაშია. საკმაოდ დიდი ძალაა მობილიზებული, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არაა, ქარზე და კლიმატურ პირობებზე იქნება დამოკიდებული , რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და ჩაქრობას. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ჩართულია ამ ოპერაციებში როგორც მაშველი-მეხანძრეები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დანაყოფის მებრძოლები და სატყეო დეპარტამენტი, მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას. აქ არის ძალიან სპეციფიური-პროფესიონალური სამუშაო, რასაც ეს ადამიანები წარმატებით ართმევენ თავს. რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია , რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამიტომ უნდა განვიხიოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ დახმარების პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება, ჩვენ ამ ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ, არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არაა, მოსახლეობა იქნება დაცული.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






