"თუ არ შეიცვლება სულისკვეთება, ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას"- მარგველაშვილი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაწყებულ დიალოგს გამოეხმაურა
პოლიტიკა - 12:48, 22 Aug, 2017     1078
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაწყებულ დიალოგს გამოეხმაურა. მარგველაშვილის თქმით კონსულტაციების დაწყება მისასალმებელია, თუმცა ის შედეგიანი მხოლოდ მაშინ იქნება თუ მმართველი გუნდი სულისკვეთებასა და მიდგომას შეიცვლის და კონსტიტუცია ნამდვილად კონსენსუსზე იქნება დაფუძნებული:

„ამ წლის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მე მტელ საზოგადოებას მოვახსენე ამ კომისიის სულისკვეთებიდან გამომდინარე , რა შედეგები ექნებოდა მას. მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიაზმი ძალიან მაღალი იყო ამ კომისიაში ჩართვის და იქ მუშაობის, სამწუხაროდ ბოლომდე გამართლდა ის რაც ვუთხარი საზოგადოებას, რომ ასეთი სულისკვეთებით შექმნილი კომისია დაასრულებდა ისე როგორც დაასრულა. დაასრულა ნულოვანი კონსენსუსით, ფაქტიურად ჩაკეტილი პროცესით. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ მაგიდაზე გვედო ნულოვანი კონსენსუსით მიღებული პროექტი, რომელსაც ფაქტიურად მხოლოდ ერთი პარტია აწერდა ხელს ისიც შიგნით შეუთანხმებლად, პარლამენტმა რეკორდული სისწრაფით მიიღო ორი მოსმენით, რითიც პოლიტიკური პროცესი შეიყვანა სრულ ჩიხში. დღეს რადგან გაჩნდა იმის გააზრება, რომ კონსტიტუცია არა ხელის გადაგრეხვით და პულტების მეშვეობით, არამედ კონსენსუსზე უნდა იყოს დამყარებული, მე მივესალმები ამ კონსულტაციებს, თუმცა ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არ შეიცვლება სულისკვეთება, რომ ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას. მე მივესალმები კონსულტაციებს, მაგრამ ამავე დროს ყურადღებით ვაკვირდები არსებულ პროცესებს.“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42