"მაშინ, როცა უკრაინაში ჩამოსული , მათ შორის ჩემი მოწოდებით, ქართველი სამხედროები უკრაინის დაცვას განაგრძობენ დონბასში აგრესიის წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის ქართული რეჟიმი, რომელსაც ჩემს წინააღმდეგ პოროშენკო აქტიურად დაუმეგობრდა, ბავშვებს ოკუპირებულ ყირიმში აგზავნის რუსული პროპაგანდის გასახარად“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის 166-ე სკოლის 6 მოსწავლე, რუსული ენის უკეთ შესწავლისთვის ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ გაემგზავრა.
როგორც მოსწავლეები sputnik-georgia-სთან ინტერვიუში აცხადებენ, „არტეკში“ გასამგზავრებლად მათ კონკურსი გაიარეს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია კი რუსულის მასწავლებელმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მიაწოდა.
კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს, გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი, და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“ ასევე გაიარეს ტესტები.
პირველი საერთაშორისო შეკრება „არტეკში“ 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება. მის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლების სახელით რუსული ენის საბჭო ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






