,,ევაკუაცია ჯერჯერობით საჭირო არ არის“ - პრემიერი ხანძრის ლიკვიდაციაში თურქეთის და აზერბაიჯანის დახმარებას ელოდება
პოლიტიკა - 23:25, 21 Aug, 2017     2034
სოფელ დაბაში ჩავიდა გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერი იმ ადგილებში იმყოფებოდა, სადაც მჭიდრო დასახლებაა და საიდანაც რამდენიმე მოსახლის გაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა პრემიერის თქმით, ევაკუაცია ჯერჯერობით საჭირო არ არის.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის ელოდება დახმარებას პარტნიორი აზერბაიჯანისა და თურქეთისგან, მისის განმარტებით, უთენია მეზობელიქ ვეყნის ვერტმფრენები შემოვლენ და ერთობლივი ძალებით მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია.

,,ყველა კერაზე გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები, ცეცხლი საკმაოდ მასშტაბურია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ საშიროებისგან, დილიდან ჩვენი მეგობრები ვერტმფრენებით შემოვლენ, როგორც თურქეთიდნ, ასევე აზერბაიჯანიდან. პანიკა არ ვარგა არცერთ სიტუაციაში, ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ძალებით, ჩვენ გავუმკვლავდებით სტიქიას. თურქეთს აქვს ტყეების სამინსიტრო და უთენია, ტექნიკა შემოგვიერთდება. ევაკუაცია ჯერჯერობით საჭირო არ არის“ - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა.

შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე მუშაობს 2 ვერტმფრენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42