გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "მე და კონსტიტუცია" ახალი ეტაპის დაწყება სენაკის მე-7 საჯარო სკოლიდან გამოაცხადა
პოლიტიკა - 20:36, 21 Aug, 2017     1181

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გიორგი აბაშიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ფუნქციონირებს.

სენაკის საჯარო სკოლიდან გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "მე და კონსტიტუცია" ახალი ეტაპის დაწყება პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გამოაცხადა. "დემოკრატიის ლაბორატორია" კონსტიტუციის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს შორის კონკურსს უკვე მესამედ ატარებს. სენაკის მე-7 საჯარო სკოლა პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, - " ეს არის განსაკუთრებული სკოლა, სადაც ძალიან ბევრი დევნილია აფხაზეთიდან. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, ამ სკოლის მხარდაჭერას მისი განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიბლიოთეკა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ძალიან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, სემინარების ორგანიზებისთვის. ამავდროულად დღეს მქონდა პატივი, აქ, სენაკის სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა პროექტის "მე და კონსტიტუცია" დამეანონსებინა კონკურსის ახალი სეზონის დაწყება. პროექტი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და დარწმუნებული ვარ, რომ მასში კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე ათასი სკოლის მოსწავლე უკვე მონაწილეობდა ამ პროექტში. სიახლე, რომელსაც შეიძენს ეს პროექტი არის ის, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოსწავლეების მიერ გამოვლენილ ანალიტიკურ მხარეს, რაც გამოჩნდა, რომ მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ და მნიშვნელოვანია მათი უკვე ანალიტიკური უნარების, არამხოლოდ შეჯიბრებითობა, არამედ ანალიტიკური უნარების გაგება კონსტიტუციის შესახებ.“

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა, რომელიც სენაკში სამხედრო ქალაქში, დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გასულ წელს დაფინანსდა, მოხდა ბიბლიოთეკის აღდგენა და ტექნიკური აღჭურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42