როგორც მოსწავლეები sputnik-georgia-სთან ინტერვიუში აცხადებენ, „არტეკში“ გასამგზავრებლად მათ კონკურსი გაიარეს, კონკურსის შესახებ ინფორმაცია კი რუსულის მასწავლებელმა თამრიკო ჩალახეშაშვილმა მიაწოდა.
კონკურსი პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა ჩაატარა, მასში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს, გააკეთეს სლაიდები თემაზე „რას ნიშნავს ჩემთვის რუსეთი, და რა როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში“ ასევე გაიარეს ტესტები.
პირველი საერთაშორისო შეკრება „არტეკში“ 7-27 აგვისტოს პერიოდში იმართება. მის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლების სახელით რუსული ენის საბჭო ახორციელებს.
შენიშვნა:
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ ქართველი მოსწავლეების გამგზავრების შესახებ გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სააგენტო sputnik-georgia-მ დღეს ცვლილებები შეიტანა. კერძოდ გამოქვეყნებულ სტატიაში ჯერ 166-ე სკოლა 146-ე სკოლით შეცვალა და დააზუსტა, რომ სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები გაემგზავრნენ „არტეკში“ , შემდეგში კი სკოლის დასახელება და მასწავლებლის ვინაობა ტექსტიდან საერთოდ ამოიღო. ასევე სტატიიდან ამოღებულია „არტეკში“ წასული ბავშვების გვარებიც.
მასალის გამოყენების პირობები






