,,ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც...“ - რას წერს ამერიკული სკოლის ქართველი მოსწავლე
სოც.მედია - 12:51, 21 Aug, 2017     12598
flex-ის გაცვლითი პროგრამით აშშ-ში მყოფი ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკული სკოლისა და სწავლების სისტემის შესახებ წერს.

,,ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. 1 კვირაა უკვე რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით მივდივარ სკოლაში. კომპიუტერები დაგვირიგეს და ყველა საგანში ვიყენებთ, საშინაო დავალებებს ელექტრონულად ვუგზავნით და დედლაინები გვაქვს, მაგალითად 7:24–მდე ან 8:29 მდე, თუ 1 წამით მაინც დამაგვიანდა, მინულდება ის დავალება. ყველა კლასში პროექტორია, ყველა მასწავლებელი თავისი საგნის პროფესიონალია. გაკვეთილები ძალიან სახალისო და ინფორმაციულია – არც ერთი საკითხის მოწოდება ჩვეულებრივი მეთოდით არ ხდება – სულ თამაშები, აქტივობები, საინტერესო დავალებები. თავი ტრენინგზე მგონია ხოლმე. საგნები კი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა – უმეტესი საგანი კი ისეთია, ყოველდღიურად რომ გამოიყენებ – პერსონალური ფინანსების მენეჯმენტი, კომუნიკაციების ხელოვნება, საკუთარი ფსიქოლოგია, თვით–მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები. ყველა საგანი მე ავარჩიე და მხოლოდ იმას ვსწავლობ, რაც მაინტერესებს და ვთვლი რომ გამომაგდება. ერთ–ერთი საგანი ლიტერატურა მაქვს აღებული და რა თქმა უნდა არც ლექსებს გვაზეპირებინებენ და არც მოთხრობების მოსაყოლად სწავლას გვთხოვენ. ვკითხულობთ წიგნებს, განვიხილავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაშ გადმოგვაქვს, ვიდეოებს ვამზადებთ, დისკუსიები გვაქვს, წარმოდგენებს ვდგავთ, ფილმებს ვუყრებთ და წიგნს და ფილმს ერთმანეთს ვადარებთ. და ამ სწავლის სისტემის მეშვეობით, ყველა მოსწავლე ვინც გავიცანი, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია, იციან რა უნდათ, მუშაობენ, საკუთარი ფული აქვთ, ზოგი უნივერსიტეტისთვის აგროვებს ფულს, ზოგი მანქანისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 18–ის არ არიან, უკვე მშობლებისგან დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება და მათ ფულს აღარ იყენებენ. ხოდა ასე, სანამ მსოფლიო ვითარდება, ჩვენ ისევ იგივე განათლების სისტემა გვაქვს რაც საბჭოთა კავშირში გვქონდა, არც ახალი საგნები გვინდა და არც განსხვავებული სწავლის მეთოდები. სამაგიეროდ იმაზე ვფიქრობთ რა ფერის ვაშლი ჯობია სკოლაში დასარიგებლად.

მოკლედ, ძალიან, ძალიან მინდა მალე საქართველოშიც იყოს ასეთი სწავლა და საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებიც მივყვეთ მსოფლიოს განვითარებას“ -წერს გიორგი ორკოდაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42