"ჩვენ ვეცდებით ამომრჩეველს ქონდეს არჩევანი ლიბერალურსა და ეროვნულს შორის"- კახა კუკავა
პოლიტიკა - 12:35, 21 Aug, 2017     1025
კახა კუკავა ,,დემოკრატიული მოძრაობისა“ და ,,თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ცნობილი დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა. კახა კუკავას პოლიტიკურ პარტნიორებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ აღნიშნული გაერთიანება საზოგადოებას ნამდვილი არჩევანის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ გვაქვს ერთად ბრძოლის გამოცდილება როდესაც 2011 წლის 26 მაისს ვიდექით ერთად რუსთაველის გამზირზე და მაშინ ჩვენი ბრძოლა გამოდგა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფურცელი წინა ხელისუფლების დასრულებაში და დარწმუნებული ვარ ჩვენ ახლაც შევიტანთ წვლილს დღევანდელი მახინჯი, კოაბიტაციური სისტემის დასრულებაში. ამავდროულად მე ვფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა- ჩვენს ამომრჩეველს შევთავაზოთ რეალური არჩევანი. დღემდე საქართველოში წარმოდგენილი ყველა პარტია არის ერთი და იგივე იდეოლოგიის, ესენი არიან სხვადასხვა ლიბერალური პარტიები, რომლებიც ყველაფერ ეროვნულს წარმოადგენენ, როგორც ჩამორჩენილს და ცდილობენ მის მარგინალიზაციას, უკანასკნელი 2 ათეული წლის მანძილზე. ჩვენ მე და ბატონი დიმიტრი ერთად და მთელი ჩვენი გუნდი ვეცდებით, ჩვენს საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე, ახალი ტიპის ძალა, ეროვნული პროგრამით, რომ ჩვენს ამომრჩეველს ქონდეს არჩევანი არა ლიბერალურსა და ლიბერალურს შორის, არამედ ლიბერალურსა და ეროვნულს შორის. ჩვენ უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარვუდგენთ ძალიან საინტერესო პროგრამას სადაც იქნება როგორც ეკონომიკის, ასევე არალეგალური ემიგრაციის და სხვა სფეროების შესახებ ბევრი ნოვატორული წინადაადებები.“- განაცხადა კახა კუკავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42